Facebook-ის ვუნდერკინდი თანამშრომელი სამუშაოდ Google-ში გადავიდა

access_time2017-08-31 10:00:22

Facebook-მა მაიკლ სეიმანი სტაჟიორად მაშინ აიყვანა, როდესაც იგი სულ რაღაც 17 წლის იყო. 18 წლის, ვუნდერკინდად წოდებულმა სეიმანმა კომპანიაში სრული განაკვეთით მუშაობა უკვე 18 წლის ასაკში დაიწყო. თუმცა 3 წლის შემდეგ იგი უკვე Google-ში გადავიდა.

 

Facebook-ში სეიმანი პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა. იგი ეხმარებოდა კომპანიას იმის გაგებაში, თუ როგორ მოიხმარდა მისი თაობა სმარტფონებს, მუშაობდა მოზარდებისათვის განკუთვნილ ექსპერიმენტულ პროდუქტებზე და კომპანიის ხელმძღვანელობასთან არსებულ ტენდენციებზე საუბრობდა.

 

Google-ში იგი იმავე პოზიციაზე იმუშავებს, თუმცა მისი საქმე Assistant-ის განვითარება იქნება: ეს არის ხელოვნური ასისტენტი, რომელიც საძიებო სისტემაში არის ჩაშენებული. Google Assistant-ს კომპანიის გენერალური დირექტორი, სუნდარ პიჩაი მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. მან კონკურენცია ისეთ პროდუქტებს უნდა გაუწიოს, როგორებიც Amazon-ის Alexa და Apple-ის Siri არიან. Facebook-მა მაიკლ სეიმანი მაშინ აღმოაჩინა, როდესაც იგი, 13 წლის ასაკში, მობილურისთვის განკუთვნილ აპლიკაციებს წერდა.

 

სტაჟირებამდე კომპანიამ იგი მარკ ცუკერბერგთან შესახვედრად მთავარ ოფისში გადააფრინა, სადაც იგი დედასთან ერთად გამოცხადდა. „მარკ ცუკერბერგმა საოცარი ინსპირაცია მომცა, მასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო,“ - აღნიშნა სეიმანმა.

 

Bloomberg



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები