„ქართული ქათამი გაძვირდება ან ბაზრიდან საერთოდ გაქრება“ – მეფრინველეები მთავრობის გადაწყვეტილებაზე

access_time2017-08-24 14:00:20

ქათმის ხორცის ადგილობრივი მწარმოებლები პროდუქტის გაძვირებას და წარმოების დახურვას პროგნოზირებენ. ამის მიზეზად ისინი  დღეიდან ამოქმედებულ იმ ნორმატიულ აქტს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წარმოებულ ფრინველის ხორცზე მწარმოებელს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს.  

 

კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაზღრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.  მათ შორისაა ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე.წ. ფორმა N2 -ი. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე  5 თეთრით განისაზღვრა.

 

/

 

„კომერსანტთან“ ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ქართული წარმოებისთვის ხელის შეშლა.  შპს „განთიადის“ (მუხრანის ქათამი) დირექტორი ელგუჯა ნოზაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწარმოებლები აიძულა, რომ ყოველ დაკლულ ქათამზე აღნიშნული გადასახადი გადაიხადონ. მწარმოებელი აცხადებს, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო, რაც ძალიან ცუდია.

 

„ჩვენ არ ვიყავით გაფრთხილებულები, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოდან დაგვირეკეს და ულტიმატუმის წესით გაგვაფრთხილეს, რომ მათთან უნდა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებს დაგვარიცხებდნენ. ეს არასწორი ნაბიჯია და ჩვენი მთავრობისგან სირცხვილია“ - აცხადებს ნოზაძე.

 

მისი მტკიცებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მეფრინველეობის, როგორც კვერცხის, ისე ხორცის წარმოების ხელშეწყობა ხდება. უფრო მეტიც, ყველა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება სუბსიდირებულია. „ჩვენ დღგ-ს გადასახიდითაც ვიბეგრებით და ახლა თითო ფრთა ქათამზე 5 თეთრიც დაგვიმატეს. ვითომ არაფერია, მაგრამ ეს ჩვენთვის, მწარმოებლებისთვის დიდი ხარჯია“ - აცხადებს ნოზაძე.

 

მისი პროგნოზით, შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცი გაძვირდება, არ არის გამორიცხული წარმოების შეწყვეტაც.  „ქართული ქათამი გაძვირდება ან ბაზრიდან საერთოდ გაექრება“, – აცხადებს ნოზაძე.  

 

მისი ინფორმაციით, შპს „განთიადი“ დღეში დაახლოებით 1000-1500 ფრთა ქათამს აწარმოებს. შედეგად, კომპანიას დღეში დამატებით  მინიმუმ  50 ლარის გადახდა მოუწევს.

 

ფრინველის ხორცის  წარმოების  შეწყვეტას არ გამორიცხავს  კომპანია „ჩირინას („ბიუბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძეც. ბიზნესმენისთვის გაურკვეველია რატომ დასჭირდა მთავრობას აღნიშნული გადასახადის შემოღება მაშინ, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველა მსხვილ მწარმოებელს დანერგილი აქვს  HACCP-ის ( Hazard Analysis Critical Control Point)  - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. მათ შორის, კომპანია „ჩირინასაც“. შესაბამისად, ხარისხიც კონტროლდება. ვაშაკიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, მწარმოებლებმა  სახელმწიფოს ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა N2-ის გაცემაში ფული უნდა უხადონ. მისი თქმით, ეს 5 თეთრი ჯამში პატარა თანხა არ გამოვა.

 

რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, დღეში კომპანია „ჩირინა“ დაახლოებით 30 000 ფრთა ქათამს აწარმოებს. ახალი რეგულაციით კი კომპანიას დღეში 1500 ლარის გადახდა მოუწევს, თვეში კი ეს ციფრი 45 000 ლარი იქნება.

 

ვაშაკიძე აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია აუცილებლად გააძვირებს ბაზარზე ქათმის ხორცს. ბიზნსმენები ქათმის ხორცის წარმოების შეწყვეტასაც არ გამორიცხავს. „უფრო რენტაბელურია ქათამი შემოიტანონ თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან და აქ გაყიდო. ჩვენ რას ვიზამთ. ეს არის ძირითადად „ჩირინას“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რადგან საქართველოში სასაკლაოები ან ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის“ - აცხადებს ვაშაკიძე.

 

როგორც ვაშაკიძე განმარტავს, საქართველოში ფრინველის ხორცის წარმოება არ ღირს.

 

 

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები