„ბევრი კომპანია გაერთიანდება“ – პაატა ტრაპაიძე ინფრასტრუქტურული კომპანიების აუდირებული ფინანსური ანგარიშის ვალდებულებაზე

access_time2017-08-25 11:00:35

„ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის დაგეგმილი რეგულაცია ბევრ კომპანიას გაერთიანებისკენ უბიძგებს, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება“ - ასე ეხმაურება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია კავკაზუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე 1–ლი ოქტომბრიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებზე გავრცელდება.


როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურულ ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს ბოლო 1 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოთხოვენ.


ტრაპაიძის განცხადებით, სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დადებითი და სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ გამოიკვეთოს რომელ კომპანიას რა ფინანსური მდგომარეობა აქვს და ბაზარი გააჯანსაღოს. მისი შეფასებით, დღეს კომპანიებმა ოღონდ თავი გადაირჩინონ და ისეთ შეკვეთებს იღებენ, რომელსაც შემდეგ ვერ ასრულებენ. ამის შედეგად, ძალიან ბევრი პროექტი ჭიანურდება და არ გრძელდება. როგორც ტრაპაიძე განმარტავს, პროექტებს ძირითადად ისეთი კომპანიები ასრულებენ, რომლებსაც ფინანსურად ძლიერი პოზიციები აქვთ.


კითხვაზე, რა შედეგს შეიძლება ველოდოთ ამ ცვლილებით, ტრაპაიძე განმარატავს, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გარკვეული სახის გადაადგილებებს და ცვლილებებს ბაზარზე გამოიწვევს. მისი თქმით, პატარა კომპანიები ყოველთვის ემსახურებიან ხოლმე დიდ კომპანიებს როგორც კონტრაქტორები, ხოლო დიდი კომპანიები ყოველთვის დიდ შეკვეთებს იღებენ.


„გამსხვილებაში ცუდი არაფერი არ არის. დაგეგმილი რეგულაცია ბევრ კომპანიას გაერთიანებისკენ უბიძგებს, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა მენეჯმენტია. ჩვენთან ამდენი მენეჯერი საჭირო არ არის. ამიტომ, სჯობს ერთი იყოს თავში და ბევრ კომპანიას ხელმძღვანელობდეს, ვიდრე პატარა კომპანიებმა სისულელეები აკეთონ“ -აცხადებს ტრაპაიძე.


მისი შეფასებით, დღევანდელმა მთავრობამ აღიარა სფეროში, კონკრეტულად კი ამ მხრივ არსებული პრობლემები და მისი გამოსწორების გზა დაინახა. ტრაპაიძის მტკიცებით, თუ საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი მიდგომები არსებობს.


როგორც ცნობილია, ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ქართული კომპანიებისთვის სავალდებულო 1-ლი ოქტომბრიდან გახდება და ყველა იმ ტენდერზე გავრცელდება, რომელსაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურები გამოაცხადებენ და რომლის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტი იქნება.


ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს: აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge/ka/Register/RegisterAuditorCompanies?IdCode=&IsAuthority=true&IsAuthority=fa lse&Name=) რეგისტრირებული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთის მიერ. ან აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge/ka/Register/RegisterAuditorCompanies) რეგისტრირებული აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც დაკმაყოფილებული აქვს ხარისხის კონტროლის მონიტორინგის მოთხოვნები.


გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ 2017 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ყველა ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს, მონაწილე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი საზღვარგარეთ რეგისტრირებული მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა იქნება ბოლო ორი წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს: იმ საერთშორისო აუდიტური გაერთიანების წევრი კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში ყავს წევრი, წარმომადგენლობა ან ფილიალი და ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი აუდიტორული ფირმების რეესტრში ან რომელსაც დაკმაყოფილებული აქვს ხარისხის კონტროლის მონიტორინგის მოთხოვნები“.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები