“ქართული რესტორნების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“ - მსოფლიო კულინარიული გიდი Gault & Millau საქართველოში შემოდის

access_time2017-08-20 11:00:16

საქართველოში ფრანგული ბრენდი Gault & Millau შემოდის. ფრანგულ კატალოგს Gault & Millau (გუი & მიო) კულინარიის პროფესიონალები კარგად იცნობენ. კულინარიის გზამკვლევი 1965 წელს რესტორნის კრიტიკოსებმა Henri Gault და Christian Millau დააარსეს. კატალოგი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულების, ახალგაზრდა ტალანტებისა და ქვეყნის კულინარიული ისტორიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. თემის დეტალებზე საქართველოში Gault&Millau-ის წარმომადგენელი თორნიკე ბახტურიძე საუბრობს.

 

- 1972 წლიდან გამოიცემა დამოუკიდებელი გზამკვლევი, რომელსაც, დამფუძნებლების პატივსაცემად, Gault&Millau ჰქვია. დღეს, ყვითელი გზამკვლევი აღიარებული, გავლენიანი, ავტორიტეტული გამოცემაა რესტორნების შეფასებასთან დაკავშირებით. ბრენდი უკვე 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 

 
პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მასშტაბით არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ ეროვნული სამზარეულო და მდიდარი კულინარიული ტრადიციები და ქვეყნები რომლებიც შედარებით ნაკლებად გამოირჩევიან კულინარიული ტრადიციებით თუ მაღალი დონის სამზარეულოთი. საქართველო დამსახურებულად ითვლება კულინარიულ ქვეყნად, რომელსაც გააჩნია მდიდარი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორია როგორც კულინარიის, ასევე ღვინის კუთხით, ამას ხელს უწყობს ქვეყნის მდებარეობა და ასევე ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. ეს ყველაფერი იყო მნიშვნელოვანი განმაპირობებელი იმისა თუ რატომ დაინტერესდა ფრანგული ბრენდი საქართველოთი.

 

- რა სეგმენტზე იქნება გათვლილი გამოცემა?


ზოგადად გამოცემა მოსახლეობის ყველა ფენაზეა გათვლილი, ვისაც უყვარს კარგი და დახვეწილი საკვები და აინტერესებს პროფესიონალების სარესტორნო კრიტიკა. ან უბრალოდ მათთვის, ვისაც აინტერესებს სად ჭამოს გემრიელად (ქართველები და ტურისტები)

 

- კონკრეტულად რომელ ქვეყნებშია წარმოდგენილი აღნიშნული ბრენდი და რა არის მისი იმ ქვეყანაში არსებობის მთავარი უპირატესობა?

 

-Gault&Millau წარმოდგენილია საფრანგეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, კანადაში, პოლონეთში, მაროკოში და სხვა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსთან ერთად, ბრენდს შეუერთდა რუსეთი, ისრაელი, მალდივისა და ანტილიის კუნძულები. მომავალ წელს დაგეგმილია ათამდე ახალი ქვეყნის ბრენდის ოჯახში გაწევრიანება.

 

ზოგადად Gault & Millau არის ბრენდი, რომელიც არა კრიტიკაზე, არამედ რესტორნების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია ზოგადი კულინარიული დონის აწევა კერძების ხარისხის და გემოს ახალ დონეზე გაყვანა, მათი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა და ამის ერთ-ერთი საშუალება რესტორნების ობიექტური შეფასება და საუკეთესო შეფ მზარეულების გამოვლენაა. რესტორნების კვალიფიციური საექსპერტო შეფასების მეშვეობით, შეიქმნება გამჭვირვალობა მთელ სექტორში და გაიზრდება ჯანსაღი კონკურენცია, როგორც შეფ-მზარეულებს, ასევე, რესტორნებს შორის. 

 

- Gault & Millau-ის ქართული გამოცემა რას მოიცავს, რა იქნება წარმოდგენილი მასში?


- ქართულ გამოცემაში იქნება წარმოდგენილი ქვეყნის საუკეთესო რესტორნები და ღვინოები, რომლებიც შეფასდება ჩვენი ბრენდის მიერ. შეფასება ხდება მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით რომლის შედეგადაც ხდება ქულების მინიჭება. მხოლოდ ის რესტორნები რომლებიც მიიღებენ ქულების ნახევარს და მეტს (10/20) ხვდებიან ჩვენს გზამკვლევში. სამწუხაროდ ასეთი რესტორნების რაოდენობა დღესდღეობით ძალიან ცოტაა.

 

რაც შეეხება პრეზენტაციას, ის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაიმართება თბილისში. გახსნის ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებსაც დავაჯილდოვებთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალისტები და რესტორნების კრიტიკოსები ჩამოვლენ. Gault&Millau ყველა ქვეყანაში ადგილობრივ ენაზე გამოიცემა, თუმცა საქართველოში იგი რამდენიმეენოვანი იქნება. 

 

- საინტერესოა, გაქვთ თუ არა უკვე წინასწარი შედეგები? დასრულებულია თუ არა რესტორნების შემოწმება? 

 

- ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით რესტორნების შემოწმების, უფრო ზუსტად დეგუსტაციის პროცესი დასრულებულია და შედეგებიც გვაქვს. ღვინის დეგუსტაცია კი ისევ მიმდინარეობს. 

 

- ხშირად ქართული სამზარეულოს შესახებ საუბრობენ იმას, რომ ის ვერ ვითარდება, რომ არსებობს პროფესიონალი კადრების პრობლემა. თქვენი აზრით, რას მოუტანს საქართველოს ამ მიმართულებას კულინარიის, ე.წ. ყვითელი გზამკვლევი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

ზოგადად აღნიშნული ბრენდის ოპერირება ხელს უწყობს მომსახურების სფეროს განვითარებას და კულინარიული სექტორის განვითარებას. რადგან ჩვენ რესტორნის შეფასებისას ქულების უდიდესი ნაწილი სწორედ იმაზე მოდის, თუ რამდენად ვმუშაობთ შეფასების სტანდარტიზებული სქემით. ჩვენი სქემით 14 ქულიანი რესტორანი პარიზში არის იგივე დონის, რამდენიც 14 ქულიანი რესტორანი თბილისში.


საქართველო ტურისტული ქვეყანაა და კულინარია არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითიც შეიძლება ტურისტების მოზიდვა. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ეს გზამკვლევი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რათა მოხდეს იმ ობიექტების ხელის შეწყობა და მოტივირება, რომლებიც გამოირჩევიან კულინარიული თვალსაზრისით. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ დღესდღეობით ქართული კულინარია გარკვეულწილად ერთფეროვანია და შედარებით ცოტაა ისეთი რესტორნები და შეფ-მზარეულები, რომლებსაც გააჩნია საკუთარი უნიკალური კერძები თუ ხელწერა.

 

ქართული კულინარია ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და შედეგად, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ არის ქართული სამზარეულო პოპულარული იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით მაღალი კონკურენცია და სტანდარტებია.

 

ქართული რესტორნების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს არ შეეხება მარტო სერვისს თუ მსგავს კომპონენტებს, არამედ მომზადებული საჭმლის გემოვნურ თვისებებს, რასაც ბევრი უცხოელი აღნიშნავს. ამ შემთხვევაში პრობლემა უფრო მიდგომაშია ვიდრე პოტენციალის არ ქონაში. საქართველოში ხშირ შემთხვევაში რესტორანი არ ითვლება ისეთ ადგილად, სადაც სახლში მომზადებულ კერძებზე უკეთესი ან უფრო გემრიელი კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. რაც ანომალიაა და ხელს უშლის სექტორის განვითარებას.

 

ზოგადად ევროპის ბევრმა წამყვანმა ქვეყნებმა გაიარეს განვითარების გზა და დღეს კულინარია ხელოვნების დონემდეა აყვანილი და ამაში დიდი როლი სწორედ პროფესიონალურმა კრიტიკამ ითამაშა. შეუძლებელია ინდივიდუალურმა მომხმარებელმა დააგემოვნოს თბილისის 500-600 რესტორანი იმის ასარჩევად თუ რომელ რესტორნებზე ღირს აქცენტის გაკეთება. კერძების ერთფეროვნების გამო ხდება ტრადიციული ქართული სამზარეულოს კრიტიკა. უკვე გამოქვეყნდა მრავალი სტატია ცნობილ ჟურნალებში, რომლებიც ქართულ სუფრას ერთფეროვნებაში სდებენ ბრალს.

 

დღევანდელი რეალობით საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ღვინის სმის კულტურა. მოსახლეობა სვამს ან დაბალი ხარისხის ღვინოს ან სხვა მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია კერძების და ღვინის შეხამების შესახებ. ქართული წითელი ღვინო რომელიც ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე ოჯახში დაწურული თეთრი ღვინოები არ სარგებლობს პოპულარობით.
Gault & Millau­ს მიზანი იქნება ქართული ღვინის და კერძების ხარისხის და გემოს ახალ დონეზე გაყვანა მათი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა.

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები