მთავარი გვერდი

ყოველდღიური ხარჯების დასაფარად აღებული სესხები - რატომ არის საქართველო ბანკის ვალების სიჭარბით მსოფლიოში მეორე ადგილზე?

person access_time2017-08-21 09:30:56

ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აუცილებლობების დაკმაყოფილება - ეს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალქეების უმრავლესობა კომერციულ ბანკებს სესხის ასაღებად მიმართავს. ეს „აფბას“ კვლევებიდანაც ჩანს, სადაც გამოკითხულთა 70%, ვისაც ბანკში სესხი აქვს, აცხადებს, რომ სესხი ყოველდღიური ხარჯების დასაფარად აიღო.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით კი, ქვეყანა კომერციული ბანკის მქონე მოსახლეობის სიჭარბით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1000 ადამიანიდან 676-ს ბანკის ვალი აქვს. ანგარიშიდან ისიც ირკვევა, რომ ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალის მომსახურებაში იხდის.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევრორეგულაციების მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მკაცრ სანქციებს ექვემდებარება და სესხის დაფარვის გრაფიკი მოქალაქის შემოსავლის ადეკვატური უნდა იყოს.

 

„კომერსანტთან“ საუბრისას ფინანსისტები აღნიშნავენ, რომ ჭარბვალიანობა პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები სესხს არა ინვესტიციისთვის, განათლების დასაფინანსებლად ან ქონების შესაძენად იღებენ, არამედ პირველადი საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ სესხების უმრავლესობა მცირე მოცულობის არის, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა.

 

 „ეს მაჩვენებელი კონკრეტულად იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. მთავარი ის არის, ადამიანები ამ სესხს რამდენად კარგად ემსახურებიან. თანაც, აქ საუბარი არ არის ბიზნესსესხებზე, არამედ საუბარია მოკლევადიან, სწრაფ სესხებზე, რომელიც ყოველდღიური ხარჯების დასაფარად სჭირდებათ, ანუ ამ თანხების სამომავლო ინვესტირება არ ხდება. თან თუ განვითარებულ ქვეყნების შევედრებით, ჩვენთან მოსახლეობის დიდ რაოდენობას აქვს სესხი აღებული, მაგრამ მცირე მოცულობების. ეს ფაქტი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა. განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად დიდი მოცულობის სესხები გაიცემა“. - განაცხადა ჯანიაშვილმა.

 

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს ან თუნდაც ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ პრობლემა აღმოიფხვრას, ჯანიაშვილი პასუხობს, რომ მთავრობამ ეკონომიკური მდგომაროება უნდა გამოასწოროს, ეროვნულმა ბანკმა კი მოსახლეობის ინფორმირებულობა მოახდინოს, რატომ უნდა აიღონ სესხი და როგორ დაფარონ ის.

 

„ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, რომ ამ ჭარბვალიანობიდან ამოვიდე. სოციალური ფონი თუ შეიცვლება, ადამიანებს ექნებათ დანაზოგი, რითაც ყოველდღიურ პროდუქტს იყიდიან და ამის გამო სესხის აღება აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, მოსახლეობამ ბანკებთან ურთიერთობა ბოლო ათი წელია რაც დაიწყო. საზოგადოებას კარგად არ აქვს გააზრებული, სესხი რა არის. ზოგჯერ სესხს ისე იღებენ, რომ არ იციან როგორ დაფარავენ. ფინანსური განათლების დონის აწევა კი ეროვნულმა ბანკმა უნდა  მოახდინოს“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.

 

მისივე თქმით, სესხების გაცემის შეზღუდვა გამოსავალი არ არის და ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს: „სესხების გაცემა რომ შეიზღუდოს, ამან შეიძლება ცალკე პრობლემა გამოიწვიოს იმიტომ, რომ მოსახლეობას არ ექნება ის ერთადერთი საშუალება, რომ სესხი ნორმალური საკრედიტო ინსტიტუტისგან აიღოს და არა კერძო მევახშისგან. ასეთ შეზღუდვას არ მივესალმები“.

 

ადამიანები ყოველდღიური საჭიროებებისთვის და ხშირ შემთხვევაში გაუაზრებლად რომ იღებენ სესხს, ამ აზრს ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძეც იზიარებს. მისი თქმით, ჭარბვალიანობა ხელისუფლების ბრალი არაა, თუმცა მისი ბრალეულობაში იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა.

 

 „ჩვენთან დიდი და მთავარი პრობლემა არა სესხების სიმრავლე, არამედ ის არის, ეს საბანკო ვალდებულებები რამდენად ლოგიკურია. ეს ბანკების ბრალი კი არა, მოსახლეობის ბრალია. არ შეიძლება, რომ ქეიფისთვის და დროსტარებისთვის აიღო სესხი. მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება, როგორიცაა განათლების დაფინანსება, ბინის, მანქანის შეძენა. მაგრამ, როდესაც სესხს ყოველდღიური საჭიროებებისთვის იღებს, ის უკვე ეჩვევა და მომავალში ყველაფრისთვის ბანკის სესხს მიმართავს. მთავრობას ამას ვერ დავაბრალებთ. იმას კი დავაბრალებთ, რომ ქვეყანაში ისეთი ეკონომიკურ-სოციალური ფონია, რაც აიძულებს ადამიანებს, რომ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვისაც კი სესხი აიღონ“, - განაცხადა ბერძენაძემ.

 

მისივე თქმით, ადამიანებს სესხის აღებას თუ აუკრძალავ, წავლენ და კერძო მევახშისგან მაინც აიღებენ: „ხელისუფლების მხრიდან ამ მხრივ რაც უნდა გაკეთდეს, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რომ ადამიანებმა ამ რაოდენობის სესხი არ აიღონ. ხელისუფლება ამ შემთხვევაში მეტს ვერაფერს გააკეთებს, ადამიანებს ვერ ეტყვის, სესხი არ აიღოთო, რადგან თუ ბანკში ვერ აიღეს, წავლენ და კერძო პირისგან აიღებენ.“

 

ბერძენაძის თქმით, ამ პროცესში ეროვნული ბანკი საერთოდ არ უნდა ჩაერიოს და ერთადერთი ჩარევა მისი მხრიდან ის უნდა იყოს, რომ დასავლური პრაქტიკა დანერგოს, რაც ე.წ. მრჩევლის ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს.

 

„სესხების ასეთმა სიმრავლემ საბოლოოდ ცუდი შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას. ბანკის ვალს არავინ გაპატიებს. შესაბამისად, მოსახლეობა ამით ღარიბდება, ბანკები მდიდრებიან. ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის განათლება უნდა აამაღლოს. იყვნენ ე.წ. მრჩევლები, რაც დასავლურ პრაქტიკაში გამოიყენება და ჩვენთანაც უნდა დაინერგოს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი კერძო სექტორის მუშაობაში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს“, - აღნიშნა ბერძენაძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები მაღალია, თუმცა მისი დაწევა ვერ მოხდება მაშინ, როცა საბანკო სფეროში კონკურენცია არ არის: „მართალია, საპროცენტო განაკვეთები ევროპასთან შედარებით, ჩვენთან ბევრად მაღალია, მაგრამ ეს კონკურენციამ უნდა დაარეგულიროს, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს.  ქვეყანაში მხოლოდ ორი ყველაზე დიდი გამსესხებელი ბანკი გვყავს. კონკურენცია რომ არ არის, შესაბამისად, ბანკებს სესხებზე თანაბარი პროცენტები აქვთ. რაც შეეხება რაიმე სახის აკრძალვას, თუ ლიბერალური ეკონომიკის აშენება გვინდა, კომერციულ ბანკს პროცენტის ზღვარს ვერ დავუდგენთ“.  

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი


„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

person access_time2017-09-25 13:10:52
„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. თბილისის ზღვის პლაზას გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი...

Bloomberg - კობა გვენეტაძე: 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება

person access_time2017-09-25 13:15:59
მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Bloomberg-თან ინტერვიუში. წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ, მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია.“ საქართველომ 6 სექტემბერს...

S&P: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

person access_time2017-09-25 12:30:31
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, უახლოეს პერიოდში, „საქართველოს რკინიგზაზე“  მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას  არ ელის Standard and Poor’s-ი.   სააგენტომ საქართველოს სარკინიგზო ოპერატორს რეიტინგი В+/В დონეზე დაუდასტურა, თუმცა რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა.   სააგენტოს ექსპერტებს რკინიგზის მოდერნიზებისთვის საჭირო მაღალი კაპიტალური ხარჯები და ამავე დროს...

ხმაურის გადაჭარბებაზე აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა

person access_time2017-09-25 10:40:10
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, საპატრულო პოლიციამ ორ კვირაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და...

38 მილიონი 6 თვეში - კომერციული ბანკების შემოსავალი მოსახლეობისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან

person access_time2017-09-25 09:00:35
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. მეორე კვარტალში კი ამ შემოსავალმა 17 046 968 ლარი შეადგინა.   კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2017 წლის ორ კვარტალში...

სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მსგავსი სიახლეები