მთავარი გვერდი

„ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი 60 წელი უნდა იყოს“ – რა დაუჯდება ბიუჯეტს გიორგი ვაშაძის ინიციატივა?

person access_time2017-08-17 11:00:02

„პენსიონერების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების“ გამო „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მამაკაცების და ქალების საპენსიო ასაკის გათანაბრებას ითხოვს და ამისთვის ხელმოწერებს აგროვებს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. მოვითხოვთ, საპენსიო ასაკი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი. ამ ინიციატივით, პარლამენტსაც მივმართეთ და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება,– აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი ინიციატივა ძალაში შევიდა და მამაკაცების საპენსიო ასაკი 65–დან 60 წლამდე შემცირდა, ეს ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვება. საპირისპიროზე საუბრობენ ეკონომისტები. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, „მამაკაცისა და ქალის საპენსიო ასაკის გათანაბრებისთვის ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი მზად არ არის“.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა დამატებითი თანხის გაღება მოუწევს ბიუჯეტს, თუ მამაკაცის საპენსიო ასაკი ქალისას გაუთანაბრდება და 60 წლამდე დაიწევს. მარტივი არითმეტიკული გათვლებით მივიღეთ, რომ ეს ბიუჯეტს თვეში დამატებით 17 406 000 ლარი, შესაბამისად, წელიწადში 208 872 000  ლარი დაუჯდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 60–დან 64 წლის ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცების რაოდენობა 96 700–ს შეადგენს, საშუალო პენსია კი 180 ლარია.

 

ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით,  საქართველოში 725 963 ასაკით პენსიონერია. თუ საპენსიო ასაკი გათანაბრდა პენსიონერების რაოდენობა 822 663–მდე გაიზრდება, რაც მთლიანი მოსახლეობის 22,1% გამოდის. მთლიანად ბიუჯეტს კი პენსიის გაცემა წელიწადში (საშუალო პენსია – 180 ლარი) 1 776 952 080 ლარი დაუჯდება.

 

რაც შეეხება საპენსიო ასაკის დაწევის ინიციატივას,  როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი პენსიონერების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. ვაშაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შეცვლის იმას, რომ ამ კუთხით კანონში დისკრიმინაცია აღარ იქნება.

 

„ნორმა, რომელიც არის სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში, დისკრიმინაციულია, რადგან ქალისა და მამაკაცის პენსია განსხვავებულია. ამჟამად 60 წელი არის ქალისთვის, ხოლო 65 მამაკაცისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვთ მის გაუქმებას. ორივე სქესისთვის საპენსიო ასაკი 60 წელი უნდა იყოს.

 

ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შეცვლის იმას, რომ ამ კუთხით კანონში დისკრიმინაცია აღარ იქნება. სამართლებრივი დავებით უნდა გამოსწორდეს ის უფლებადამრღვევი ნორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს. ეს ყველაზე სწორი პროცესია და არა მხოლოდ პოპულიზმი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შევიტანეთ, რისთვისაც დავიწყეთ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა პარლამენტმა განიხილოს ეს ყველაფერი.“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტზე ეს ინიციატივა უარყოფით გავლენას არ იქონიებს. „რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, მას ეს ტვირთად არ დააწვება, რადგან ნაცვლად ნათესავებისთვის პრემიების დარიგებისა და უაზროდ გაბერილი ხელფასებისა, პენსიონრებს ექნებათ პენსია. ეს არ არის ის თანხები, რასაც ბიუჯეტი ვერ გაწვდება. კორუფციულ ჯიბეებში დალექილ თანხას მირჩევნია საპენსიო ასაკის ადამიანებმა მიიღონ ეს თანხა. ჩვენ ამ ციფრებს პარლამენტში ინიციატივასთან ერთად აუცილებლად წარვადგენთ. გვექნება დისკუსიები და განხილვები ამ თემასთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ვაშაძემ.  

  

საპირისპიროზე საუბრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია. მისი თქმით, საპენსიო ასაკის გათანაბრებისთვის სახელმწიფოს ეკონომიკა და ბიუჯეტი მზად არაა.

 

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, ამ ინიციატივის შემოღება ჩემი აზრით, უფრო პოპულისტურია. ეს კეთილი ნაბიჯია, თუმცა მის ავტორებს დეტალურად უნდა განეხილათ და უფრო ღრმად უნდა ჩაეხედათ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ინიციატივამ. მე ვთვლი, რომ მათი გადაწყვეტილება გაანალიზებული არ იყო და ის რისკები ვერ გათვალეს, რაც შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტს დაატყდეს თავს. ჩვენ ამ ინიციატივის შემოღებით ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ და ამას ეკონომიკაც ვერ აიტანს. ეს ყველა სახელმწიფო პროექტზე და ქვეყნის ფუნქციონირებაზე აისახება.“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 


„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

person access_time2017-09-25 13:10:52
„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. თბილისის ზღვის პლაზას გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი...

Bloomberg - კობა გვენეტაძე: 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება

person access_time2017-09-25 13:15:59
მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Bloomberg-თან ინტერვიუში. წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ, მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია.“ საქართველომ 6 სექტემბერს...

S&P: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

person access_time2017-09-25 12:30:31
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, უახლოეს პერიოდში, „საქართველოს რკინიგზაზე“  მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას  არ ელის Standard and Poor’s-ი.   სააგენტომ საქართველოს სარკინიგზო ოპერატორს რეიტინგი В+/В დონეზე დაუდასტურა, თუმცა რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა.   სააგენტოს ექსპერტებს რკინიგზის მოდერნიზებისთვის საჭირო მაღალი კაპიტალური ხარჯები და ამავე დროს...

ხმაურის გადაჭარბებაზე აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა

person access_time2017-09-25 10:40:10
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, საპატრულო პოლიციამ ორ კვირაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და...

38 მილიონი 6 თვეში - კომერციული ბანკების შემოსავალი მოსახლეობისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან

person access_time2017-09-25 09:00:35
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. მეორე კვარტალში კი ამ შემოსავალმა 17 046 968 ლარი შეადგინა.   კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2017 წლის ორ კვარტალში...

სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მსგავსი სიახლეები