„ჩვენ ქართულ ნაწარმს ვიყენებთ“ – „წყალი მარგებელი“ „ჯეოკეპს“ პასუხობს

access_time2017-08-11 14:30:08

„წარმოებაში მაქსიმალურად ქართულ პროდუქციას ვიყენებთ, რაც შეეხება ჯეოკეპს, მათთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, -  ასე ეხმაურება კომპანია ჯეოკეპის ხელმძღვანელის განცხადებას  „წყალი მარგებელის“ საოპერაციო სამსახურის უფროსი ირინა გაფრინდაშვილი.

 

რამდენიმე დღის წინ ქართული წარმოების პლასტმასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ჯეოკეპის“ ხელმძღვანელმა ენრიკო მოსულიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის კომპანია ადგილობრივი პროდუქციით ამარაგებს ისეთ დიდ კომპანიებს, როგორებიცაა „ქართული ლუდის კომპანია (ზედაზენი) , „ბორჯომი და “ნატახტარი“. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა  კომპანია „წყალი მარგებელთანაც“ („ნაბეღლავი“), თუმცა, უშედეგოდ.  მოსულიშვილი აცხადებს, რომ მინერალური წყლის კომპანია ამ ეტაპზე  უპირატესობას იმპორტირებულ პროდუქციას ანიჭებს.

 

„ნაბეღლავს ანალოგიური პროდუქტი უფრო ძვირად თურქეთიდან შემოაქვს, ჩვენთან კი მოლაპარაკებაზე არ მოდის. ზოგადად, საცობების ადგილობრივი მომხმარებლები ძალიან ძნელად ირჩევენ ქართულს და უპირატესობას იმპორტირებულს ანიჭებენ. მიზეზი არ ვიცი“, - აცხადებს მოსულიშვილი.

 

როგორც ირინა გაფრინდაშვილი განმარტავს, მათ კომპანია ჯეოკეპთან მოლაპარაკებები ჰქონდა, თუმცა შემოთავაზებული პირობები მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა. „ბიზნეს გარემო იცით, როგორიც არის. თუ ხარისხი და ფასი შესაბამისი არ არის მოთხოვნებთან, შეიძლება თანამშრომლობა ვერ შედგეს. აქ ბრალდებები ძალიან ზედმეტია. „ჯეოკეპთან“ მოლაპარაკებები და შეხვედრა იყო, უბრალოდ არ იყო ჩვენთვის მისაღები ის პირობები, რასაც გვთავაზობდნენ. თანამშრომლობაც ამიტომ არ შედგა“, - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

 

მისი თქმით, კომპანია „წყალი მარგებელი“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ წარმოებაში ქართული პროდუქცია გამოიყენოს.


 

„რას ვიყენებთ ქართულს და რას უცხოურს, ამის შესახებ ბაზრის მიწოდებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხარისხი, მონაცემები და ის სპეციფიკაციები, რაც ჩვენი წარმოებისთვის ქართულ ბაზარზე არსებობს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. დაახლოებით ათ წელზე მეტია, რაც ქართულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. არის ასეთი კომპანია „კავკასიან პეტ“, რომელიც ათ წელზე მეტია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს. ნედლეულს მისგან ვიღებთ, როგორც თავსახურს, ასევე კაფსულებს. ასევე, ადგილობრივ ბაზარზე რაც არის, ეტიკეტი, შესაფუთი მასალა, ამასაც მაქსიმალურად ქართულს ვიყენებთ“, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

 

მისივე თქმით, მომწოდებლების შეცვლას წლები სჭირდება: „მომწოდებლის გამოცვლა, ან თუნდაც ახალი მომწოდებლის გატესტვა წარმოების პროცესში წლების განმავლობაში გრძელდება. „ჯეო კეპი“ რამდენი ხანიც საქართველოს ბაზარზეც მოღვაწეობს, იმაზე მეტი ხანი გვჭირდება ჩვენ, რომ ახალი მომწოდებელი დავნერგოთ და  წარმოებაში გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ხარისხი და სპეციფიკაციები შესაბამისი უნდა იყოს იმ მოთხოვნებთან, რაც ჩვენ გვაქვს. უნდა გაიტესტოს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე. ეს პროცესი რამდენიმე კვირა კი არა, წლების განმავლობაში გრძლედება“.

 

რაც შეეხება წარმოებაში უცხოური პროდუქციის გამოყენებას, „წყალი მარგებელის“ საოპერაციო სამსახურის უფროსის თქმით, უცხოეთშიც ისევე ჰყავთ მომწოდებლების ბაზა, როგორც საქართველოში, რადგან კომპანია მხოლოდ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებული ვერ იქნება და ამით რისკებს ამცირებენ, რამაც შეიძლება წარმოება შეაფერხოს.

 

„ჩვენი პოლიტიკა არის, რომ მომწოდებელთა ბაზა უნდა იყოს დივერსიფიცირებული, ანუ ერთი პროდუქტისთვის მხოლოდ ერთი მომწოდებელი არ გვყავს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომწოდებელს რაღაც პრობლემა შექმნია. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ეს არის ძალიან სწრაფად ცვალებადი ბაზარი, წარმოება სწრაფია და არ შეიძლება ასეთი დიდი მასშტაბის კომპანია ერთ მომწოდებელზე იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, ყველა ნედლეულზე რამდენიმე მომწოდებელი გვყავს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური. უცხოეთშიც იგივე მომწოდებლების ბაზა გვაქვს. თუ დაგვჭირდება, უმოკლეს ვადაში იგივე ნედლეულს უცხოეთიდან შემოვიტანთ. ეს არის რისკების დივერსიფიკაცია და იმისთვის, რომ წარმოება  არ შეფერხდეს“, - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები