მთავარი გვერდი

ზუგდიდში UEFA -ს სტანდარტის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

person access_time2017-08-11 11:29:33

ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად ყველა ფლიგელის მშენებლობა დასრულებულია.

 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება  და საფეხბურთო მოედნის საფარის მოწყობა.  

 

პროექტი ითვალისწინებს ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში  სრულდება,  7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია   1224  ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით,  ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება. 

 

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის  9 747 000 ლარი დაიხარჯება.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

სამუშაოების მიმდინარეობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

share

მსგავსი სიახლეები