ქუთაისის აეროპორტში მეორე ტერმინალი აშენდება - პროექტის ღირებულება 23 მილიონია

access_time2017-08-10 13:30:07

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 17 აგვისტოს იწურება.

 

 
პროექტის მიხედვით, ახალი ტერმინალის ღირებულება 23 305 085  ლარი იქნება და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 6–7 თვეში ქუთაისის აეროპორტის პოტენციალი დაახლოებით გაორმაგდება.

 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პრეტენდენტს ბოლო 2013 წლის 1–ლი იანვრიდან - 2017 წლის 1–ელ იანვრამდე წლიურად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 000 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით; პრეტენდენტს 2013 წლის 1–ელ იანვრიდან - წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე აშენებული უნდა ჰქონდეს 1 შენობა-ნაგებობა, რომლის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 25.000.000 ლარს დღგ-ს ჩათვლით ან 2 შენობა-ნაგებობა რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

ამასთან, პრეტენდენტს 2013 წლის 1 იანვრიდან - წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე, უნდა გააჩნდეს: საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე 1 (ერთი) ისეთი ობიექტის მშენებლობის გამოცდილება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით მიეკუთვნება მე-5 კლასის მშენებლობას, რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს მშენებლობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.

 

რაც შეეხება ზოგადად ქუთაისის აეროპორტის სტატისტიკას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წელს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 86%-ით არის გაზრდილი.


 

2016 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი.

 

ქუთაისის აეროპორტის უპირატესობა თბილისის აეროპორტთან შედარებით არის ავიაკომპანიებისთვის დაწესებული დაბალი მოსაკრებელი, რის გამოც აღნიშნული აეროპორტიდან ე.წ. ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს რეისების შესრულება შეუძლიათ.

 

დღეისთვის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს. ყველაზე მეტ რეისს უნგრული Wizzair ასრულებს.

 

აეროპორტის ოპერატორია სახელმწიფო კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

 

კომერსანტი 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები