პრემიერმა რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა

access_time2017-08-10 13:00:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული რეგიონების უკვე ყოფილ გუბერნატორებს - გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს მადლობა გადაუხადა.

 

 


„ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური გეგმა და ასეთი ცვლილებები ძალიან ბუნებრივია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, განაგრძობენ ჩვენს გუნდში უკვე სხვა პოზიციებზე მუშაობას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მათ წარმატებები უსურვა.

 

 




მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით გაზრდილია.

 

 


„მომავალი წლიდან ჩვენ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს ვგეგმავთ. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, დღეს უკვე მომზადების ეტაპზეა. 2018 წლის მეორე კვარტლიდან სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის ნამდვილად რეალობა, რომელსაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება და ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას. ეს არ არის ერთი სამინისტროს საკითხი, აქ აუცილებელია მთელი გუნდის ძალიან კოორდინირებული მუშაობა და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამისთვის აბსოლუტურად მზად არის - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები