მთავარი გვერდი

ჰესი - მუზეუმი, საქართველოში პირველ ჰიდროელექტროსადგურს აღადგენენ

person access_time2017-08-10 12:30:22

ყოფილ რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთ პირველ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ მდინარე ბორჯომულაზეა აშენებული, რესტავრაცია ჩაუტარდება.

 

1899 წლის 15 იანვარს გაშვებულმა 140ც.ძ სიმძლავრის ჰესმა გამომუშავება 1950 წრლს შეწყვიტა. დღეს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

 

ენერგეტიკის განვითარების ფონდი ჰესის აღსადგენად საჭირო  საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩამტარებელ კომპანიას ტენდერით შეარჩევს. სამუშაოებისთვის 90000 ლარია გამოყოფილი. ტენდერში განაცხადების წარდგენა 2017 წლის 31 აგვისტოს 16:00 საათზე დასრულდება.  

 

ფონდში ამბობენ, რომ  აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური შეასრულებს ორმაგ ფუნქციას:  აღდგენილი ჰესის შენობის ერთ ნაწილში მოეწყობა პირვანდელი სახის სამუზეუმო სექცია ჰესის დაფუძნების დროინდელი ტურბინა-გენერატორისა და სხვა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების დემონსტრირებით, ხოლო ჰესის შენობის მეორე ნაწილში განთავსდება თანამედროვე ელექტრო-მექანიკური მოწყობილობები, რომლის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგია ჩაირთვება საქართველოს ენერგო სისტემაში.

 

ბორჯომჰესი შენობად გამოყენებული იქნება არსებული, მაგრამ საგრძნობლად დაზიანებული დ გაძარცული ჰესის ყოფილი შენობა, რომელიც მდებარეობს ბორჯომის ცენტრალურ პარკში და უკვე დაწყებულია მისი პირვანდელი იერსახით აღდგენის სამუშაოები.

 

gbc.ge

share

მსგავსი სიახლეები