მთავარი გვერდი

თბილისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს - რეისები 3-4 საათიანი დაგვიანებით სრულდება

person access_time2017-08-10 10:11:47

პარალიზებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მიზეზი კომპიუტერულ პროგრამებში ხარვეზია. ვერ ხერხდება მგზავრების ელექტრონულად დაფიქსირება, მათი რეგისტრაცია აეროპორტის თანამშრომლებს ხელით უწევთ. მათ ხელითვე გადააქვთ ბარგიც, რაც დიდ დროს მოითხოვს.

 

შექმნილი ვითარების გამო, ცოტა ხნის წინ აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი და პროგრამების გადაწყობა მიმდინარეობს. ყველა რეისი, რომელიც
ღამის 2 საათიდან უნდა შესრულებულიყო, დანიშნულების ადგილზე რამდნეიმე საათიანი დაგვიანებით მიფრინავს.

 

შეფერხება შეეხო სტამბოლის, ანტალიის, მიუნჰენის, ვარშავის, კიევისა და დუბაის მიმართულებით რეისებს. ავიაკომპანიების ნაწილი საკუთარ მგზავრებს ყველანაირად დახმარებას პირდება.

 

მგზავრებს შორის, რომლებსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლოდინი მოუწიათ, იყო "ახალი საქართველოს" ლიდერი.

 

rustavi2

 

 

 

Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე
 
სრული კოლაფსი თბილისის აეროპორტში! ყველა რეისი გადადებულია, აეროპორტის პროგრამა არ მუშაობს!
ბარგს ავიაკომპანიის წარმომადგენლები ხელით ათრევენ!
მგზავრების რეგისტრაცია ხელით მიმდინარეობს.

 

პრობლემა: აეროპორტის პროგრამამ გაჭედა ესეც თურქული TAV ი გასაგდებია ეს კომპანია საქართველოდან! ისედაც ანკალავიზირებული და ჩაკეტილი აქვს ქართული ავია ბაზარი!

Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე-(ი)ს ფოტო.
Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე-(ი)ს ფოტო.
Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე-(ი)ს ფოტო.

share

მსგავსი სიახლეები