მთავარი გვერდი

რა თანხას ხარჯავს ერთი უცხოელი ვიზიტორი საქართველოში

person access_time2017-08-10 09:50:31

წლის პირველ ნახევარში საქართველომ უცხოური ტურიზმიდან $1,09 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აქედან წლის მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა 657.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%–ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით. წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან საქართველომ $434,6 მილიონის შემოსავალი მიიღო.  2017 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 43 პროცენტით გაიზარდა. 

 

წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,266,125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. საშუალო დანახარჯმა ვიზიტორზე კი $343 შეადგინა.

 

მეორე კვარტალში კი საქართველოს 1 730 045 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, საშუალო დანახარჯმა ვიზიტორზე $380 შეადგინა. იანვარი-ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,309,982 შეადგინა, საშუალო დანახარჯმა ტურისტზე კი $501 შეადგინა.  

 

ტურიზმიდან შემოსავალი წარმოადგენს არარეზიდენტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას (მათ შორის უსასყიდლოდ მიღებულისაც). ეროვნული ბანკის ცნობით, გამონაკლისს წარმოადგენს უცხოური საელჩოების, საკონსულოების და მათი უცხოელი თანამშრომლების მიერ შეძენილი საქონელი და მომსახურება ტურისტული მომსახურება ასევე არ მოიცავს საქრთველოში ჩამოსვლისა და უკან დაბრუნების ხარჯებს, ის განეკუთვნება საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებას.

 

forbes.ge

share

მსგავსი სიახლეები