მთავარი გვერდი

საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა

person access_time2017-08-09 14:40:25

31 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა.

 

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7609 გადამხდელი.

 

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 97 ფაქტი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 84 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 795 ფაქტი.

 

 

share

მსგავსი სიახლეები