ნავთობიმპორტიორების ლობთან „ქართული ოცნებაც” უძლური აღმოჩნდა

access_time2017-08-09 14:00:08

სპეციალისტების შეფასებით ,,სოკართან” სასამართლო დავის წაგება კონკურენციის სააგენტოს სისუსტეზე მიუთითებს

 

2015 წლის ზაფხულში, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის გამო ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. საუბარია კომპანიებზე – ,,ვისოლი” (10,426 393 ლარის ჯარიმა), ,,ლუკოილი” (4, 740 260), სოკარი (14 381 385), ,,რომპეტროლი” (10 885 806), ,,გალფი” (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.

 

კომპანიებმა პირველივე საჯარო განცხადებებში აღნიშნეს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობდნენ და თითქმის მაშინვე, ხუთივე კომპანიამ კონკურენციიის სააგანტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი ისტანციის სასამართლომ კომპანია “სოკარის” დავის განხილვა 2016 წლის აპრილში დაასრულა და კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ასევე, კონკურენციის სააგენტოსთან დავა წააგო კომპანია “ლუკოილმა”. თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიას გამამტყუნებელი განაჩენი 2016 წლის ოქტომბერში გამოუტანა. ორივე კომპანიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. კომპანია “ლუკოილის” დავის განხილვა ახლაც გრძელდება, ხოლო კომპანია “სოკარმა” სააპელაციო სასამართლოში დავის მოგება მოახერხა. როგორც ცნობილია, სასამართლომ არასაკმარისად ცნო კონკურენციის სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, საქალაქო სასმართლომ კომპანია კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ,,სოკარის” საქმე, სააგენტოს ხელახალი შესწავლის მიზნით დაუბრუნა.

 

როგორც ეკონომიკისა და სამართლის სპეციალისტები მიიჩნევენ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის სამართლიანი და მეტწილად კონკურენციის სააგენტოს სისუსტეზე მიუთითებს.

 

“აფბას” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ კომპანიებმა თავიანთი რესურსების მაქსიმალური მობილიზება მოახდინეს, რათა ეს დავები თავიანთ სასარგებლოდ შემოებრუნებინათ.

 

“ვინც იცნობს აღნიშნულ ქეისს და ვისაც ახსოვს ის სიტუაცია, რაც სუფევდა ქართულ საწვავის ბაზარზე, როდესაც კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საწვავის ბაზრის შესწავლა, ჩემი აზრით, ყველასთვის გასაკვირი იქნებოდა სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მუხლი რის გამოც დაჯარიმდნენ კომპანიები იყო შეთანხმებული ფასების პოლიტიკა ბაზარზე, ეს კი კონკურენციის კანონის პირდაპირი დარღვევაა. იმ პერიოდისთვის მსოფლიოში ფიქსირდებოდა ტენდენცია, რომ როგორც როგორც ნედლი ნავთობის, ისე “პლაცის” ფასის კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ჩვენთან კი კომპანიები პრაქტიკულად არ ცვლიდნენ ფასს და ის მიზერული ცვლილებებიც, რომელიც ბაზარზე ხდებოდა, “მათემატიკური სიზუსტით” ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს მაშინ, როდესაც ყველა კომპანიას სხვადახვა ტრანსპორტირების ხარჯი და სხვადასხვა საწვავის მარაგი ჰქონდა.  ასეთ რეალობაში, ყველა კომპანია გაბერილი და მუდმივად მსგავსი ფასებით ოპერირებდა. სწორედ აღნიშნული უტყუარი გარემოებების გამო მიიღო პირველი ისტანციის სასამართლომ, ის გადაწყვეტილება რაც მიიღო”, – აღნიშნავს ბაირახტარი.

 

ბაირახტარი კონკურენციის სააგენტოს პასიურობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საპელაციო სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს სისუსტე მკაფიოდ გამოჩნდა.

 

“ეს ერთადერთი ჯარიმა იყო, რომელიც კონკურენციის სააგენტომ შექმნის დღიდან დღემდე გამოწერა. სხვა შემთხვევებში საგენტო ან გაფრთხილებით შემოიფარგლება ხოლმე, ან სულაც უარს ამბობს ბაზრის სსწავლაზე. მაგალითად, არის დღეს რამდენიმე, მეტად სენსიტიური მიმართულება, რომლითაც კონკურენციის საგენტო აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ საქმეები კვლავ უძრავადაა.

 

ამ უკანასკნელ დავაშიც გამოჩნდა კონკურენციის სააგენტოს სისუსტე. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, ამ დავებში კომპანიებმა ძალიან დიდი იურიდიული და ფინანსური რესურსი ჩადეს, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ვერ გაუმკლავდა კონკურენციის საგენტო”, – მიიჩნევს ბაირახტარი.

 

ბაირახტარის მსგავსად კონკურენციის სააგენტოს სისუსტეზე საუბრობს ბიზნეს-სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი.

 

“პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კარგი იქნებოდა, რომ შინაარსობრივად გვენახა. შესაძლებელია, საერთოდ საქმის დავის შინაარსზე არც იყოს საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ფორმალური ნიშნის გამო წააგო კონკურენციის სააგენტომ აღნიშნული დავა.  როგორც წესი, ადმინისტრაციული ორგანოები მზად არ არიან ხოლმე სასამართლო განხილვებისთვის და ეს საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში მიუთითებს კონკურენციის სააგენტოს სისუსტეზე. ვინც უფრო კარგად იყო მომზადებული იმან მოიგო და ის ვინც კარგად არ იყო მომზადებული იმან წააგო – ეს ჩვეულებრივი მომენტია. პროფესიული თვალსაზრისით ადმინისტრაციულ ორგანოს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ, რომ მან დააჯარიმა ბიზნესი და მანვე უნდა დაიცვას თავისი ჯარიმა, უნდა დაამტკიცოს, რომ ეს იყო მაქსიმალურად სწორი. ამ ჯარიმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიების მიღება. უნდა დაფასდეს მოგებულის მდგომარეობა და განსჯის საგანი უნდა გახდეს წაგებული. კონკურენციის სააგენტომ უფრო მეტად უნდა იფიქროს პროფესიული, იურიდიული, ფორმალური და პროცედურული ხასიათის გაძლიერებაზე”, – აცხადებს ჩარგეიშვილი.

 

bfm.ge



საინვესტიციო „შიმშილი“ რეგიონებში - „ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს“

person access_time2017-10-24 09:00:21
საქართველოს რეგიონები კვლავ საინვესტიციო „შიმშილის“ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მაჩვენებელი თითქმის არ იცვლება - რეგიონებში, პატარა ქალაქებში და მითუმეტეს სოფლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მცირედით შემოდის. ლიდერი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავს, ისევ თბილისია. შესაბამისად, რეგიონებში ეკონომიკური ზრდა და განვითარება დაბალია.   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტლის...

რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...


მსგავსი სიახლეები