Financial Times: იტალიის ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის

access_time2017-08-08 20:00:28

ბოლო მაჩვენებლებით, იტალიის ეკონომიკური გაუმჯობესება მტკიცე საყრდენს იბრუნებს, რაც შვების მომგვრელია პაოლო ჯენტილიონის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობისა და ასევე მთლიანობაში - ევროზონისთვის.

  

გაზეთ Financial Times-ის ცნობით, მომავალ კვირას გამოაქვეყნებენ მეორე კვარტალის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს. ეს უკანასკნელი, მოლოდინის თანახმად, 0.2 პროცენტს შეადგენს. შედარებისთვის, პირველი კვარტალის ეკონომიკურმა მატებამ 0.4 პროცენტს მიაღწია.

 

ამგვარად, ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკა, იტალია, გადატანილი ფინანსური კრიზისის შემდგომ, როგორც ჩანს, დაუბრკოლებლად მიაღწევს ზრდის საუკეთესო მაჩვენებელს, რომელმაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს, 1.3 პროცენტი უნდა შეადგინოს. მიაჩნიათ, რომ ამაში გარკვეულ როლს ასევე თამაშობს ევროზონის მიმდინარე ეკონომიკური გაუმჯობესებაც.

  

გასულ ივნისში, იტალიის უმუშევრობა რამდენადმე შემცირდა და მან შეადგინა 11.1 პროცენტი. წინა თვეში ეს მონაცემი 0.2 პროცენტით მეტი იყო. შედარებისთვის, გასულ იანვარს უმუშევრობა 12 პროცენტს აღწევდა.

  


უკეთესი ეკონომიკური გარემო დაეხმარა პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილიონის მთავრობას გამკლავებოდა კრიზისს, რომელიც მიგრაციამ გამოიწვია. ცხადია, იტალიის პრემიერს არ გაუჭირდება შემოდგომაზე ახალი ბიუჯეტის შემუშავებაც მორიგი არჩევნების წინ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

 

სახელმწიფომ აქტიური როლი ითამაშა ქვეყნის რამდენიმე წამყვანი ბანკის გადარჩენაში, რაც თავის მხრივ, შედეგი იყო წარმატებული მოლაპარაკებისა ევროკავშირსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს შორის. ბუნებრივია, ამან გარკვეულად შეამცირა ინვესტორების შეშფოთება იტალიის ფინანსური სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობით, რომელიც დღესაც დამძიმებულია უზარმაზარი ვალებით.

 

მიუხედავად ბოლოდროინდელი პოზიტივისა, არსებობს მოსაზრება, რომ იტალიის ეკონომიკამ თავის პიკს უკვე მიაღწია და უკეთესი ვეღარ გახდება. არ გამორიცხავენ, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური აჩქარება, შემდგომ წლებში ვეღარ შენარჩუნდება. ამის მიზეზად ასახელებენ ეკონომიკის გაჯერებასა და ევროვალუტის გაძლიერებას.  ერთერთი ექსპერტის თქმით, იტალია დიდ იმედებს ამყარებს ევროზონონის აღმავლობაზე, თუმცა საკუთარი სისუსტეები მას ჯერ არ აქვს ბოლომდე გადალახული.

 

 სტატიაში, დასკვნის სახით, ნათქვამია რომ საკმაოდ ამბიციურია მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ჯერ კიდევ პაოლო ჯენტილიონის წინამორბედმა მათეო რენციმ წამოიწყო. სწორედ მან დაამტკიცებინა პარლამენტს ეკონომიკის მთავარი სექტორების ლიბერალიზაცია, დაწყებული ენერგეტიკით, დამთავრებული ფარმაცევტიკით. თუმცა, ხსენებული რეფორმების გატარება ჯერ არ დასრულებულა. - დასძენს გამოცემა.

 

 

ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები