ბრიტანეთი თანახმაა Brexit–ის გამო ევროკავშირს 40 მლრდ ევრო გადაუხადოს

access_time2017-08-08 09:30:34

ბრიტანეთი მზადაა გადაიხადოს 40 მილიარდამდე ევრო, ანუ 47 მილიარდი დოლარი, როგორც ევროკავშირის დატოვების საფასური. ამის შესახებ  ბრიტანული გაზეთი Sunday Telegraph-ი წერს, რომელიც ეყრდნობა ბრიუსელთან მოლაპარაკების მწარმოებელ ოფიციალურ პირთა წყაროებს.  

 

თავის მხრივ, ევროკავშირი ასახელებს თანხას, რომელიც 60 მილიარდ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, ბრიუსელს სურს მისდამი არსებული ბრიტანეთის ვალდებულებათა საკითხის უფრო სწრაფად მოგვარება, ვიდრე დაიწყებოდეს მოლაპარაკებები ისეთ რთულ თემაზე როგორიცაა ვაჭრობა და მისი მარეგულირებელი წესდებები.

 

მთავრობის უწყებიდან, რომელსაც ბრიუსელთან მოლაპარაკება ევალება, კომენტარი ამ საკითხზე არ გაკეთებულა. ჯერჯერობით, ბრიტანულ მხარეს კონკრეტულად არ დაუსახელებია რაიმე თანხა, რომელსაც იგი ევროკავშირს გადაუხდის მისი შემადგენლობიდან გასვლის სანაცვლოდ.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთი სთავაზობს ევროკავშირს წელიწადში 10 მილიარდ ევროს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევრობლოკს დატოვებს. თანხის გადახდა სამ წელს გაგრძელდება და ნაშთი დაიფარება ერთდროულად ვაჭრობის პირობებზე საბოლოო შეთანხმებასთან ერთად.

 


გაზეთ Sunday Telegraph-ი ნათქვამია, რომ ბრიუსელისთვის თანხის გადახდაზე ლონდონი თანახმაა მხოლოდ იმ პირობით თუ წინასწარი შეთანხმება იქნება მიღწეული ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე. 

 

სტატიაში მოყვანილია "უაითჰოლის" ერთ–ერთი ოფიციალური პირის ნათქვამი, რომ ბრიუსელს 60 მილიარდი ევროს მიღება სურს ბრიტანეთისგან, თუმცა, ეს უკანასკნელი ჯერ-ჯერობით 30 მილიარდზეა მზად. სავარაუდოდ, ორივე მხარე სადღაც 40 მილიარდი ევროს ფარგლებში შეთანხმდება.

 

"უათჰოლი" არის ლონდონის კვარტალი, სადაც ბრიტანელი საჯარო პირები და მინისტრები არიან განლაგებულნი ადგილობრივ ოფისებში. სხვა წაყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ამ ეტაპისთვის 30 მილიარდ ევროზე ოდნავ მეტს თუ დათანხმდება.

 

გასულ კვირას, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცესი, ანუ "ბრექსიტი" და მის გარშემო არსებული გაურკვევლობები დღეს მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონომიკას.

 

თუკი ევროკავშირთან ვერ მოხერხდა საბოლოო შეთანხმების მიღწევა, მაშინ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის სავაჭრო ურთიერთობა დარეგულირდება მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მიერ, როცა ორივე მხარე ერთმანეთს დაუწესებს ტარიფებს და გახსნის საბაჟოებს - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ Sunday Telegraph-ის სტატიაში.

 

 

ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები