მთავარი გვერდი

„კულა“ პირველი ქართული წარმოების თევზის,საქონლის და ცხვრის ხორცის კონსერვებს ბაზარზე რამდენიმე დღეში გამოიტანს

person access_time2017-08-10 10:00:48

 „კულა“  თევზი, საქონლის და  ცხვრის  კონსერვებს ბაზარზე რამდენიმე დღეში შეიტანს. როგორც „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, 15 აგვისტოდან სარეალიზაციო ქსელში თევზის კონსერვი გამოჩნდება, 1–ლი სექტემბრიდან კი ასორტიმენტი გაფართოვდება. შედეგად, ქსელში გაიყიდება თევზის, საქონლის, ცხვრის და ღორის კონსერვები.

 

გოგლიძის ინფორმაციით, კონსერვები 400 500 გრამიან თუნუქის და მინის  ქილაში იქნება. რაც შეეხება ფასს, გოგლიძე ამბობს, რომ ამ  400 გრამიანი საქონლის ხორცის კონსერვის ფასი 4 ლარიდან დაიწყება. მისი მტკიცებით, საქონლის ხორცის  კონსერვით  კომპანია  შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ამარაგებს. გოგლიძის მტკიცებით, ის კომპანია რომელიც შსს-ს ტენდერშია გამარჯვებული, „კულასგან“ იღებს პროდქუციას.

 

კომპანიას აღნიშნული ხაზის ამოქმედება ჯამში 2 მილიონი ლარი დაუჯდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივებისგან იბარებს.

 

კითხვაზე, შეძლებს თუ არა „კულას“ კონსერვი კონკურენციის გაწევას და ვინ იქნება ძირითადი კონკურენტი, გოგლიძე განმარტავს, რომ  „კულა“ მის მიერ წარმოებული კონსერვებით იპორტირებული პროდუქუციის  ეტაპობრივად ჩანაცვლებას გეგმავს. მისი მტკიცებით,ადგილობრივ ბაზარზე მთავარი კონკურენტი იმპორტირებული პროდქუციაა. რა წილის დაკავებას გეგმავს ადგილობრივ ბაზარზე, ამის შესახებ გოგლიძე ვერ საუბრობს.

 

„იმპორტით შემოდის ძირითადად, დაბალი ხარისხის კონსერვები. ჩვენ მაღალი ხარისხის სეგმენტში ვართ. არ ვაპირებთ იაფიანი კონსერვების წარმოებას, როდესაც ვერ გაიგებ იქ ხორცია თუ სხვა რამ“– აცხადებს გოგლიძე.მისივე მტკიცებით, კომპანია სექტემბრიდან ტოლმის, ხაშის და ბუღლამის გამოშვებას გეგმავს.

 

შეგახსენებთ, კომპანია „კულამ ახალი ქარხანა გორის რაიონში, სოფელ კარალეთში გახსნა.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

share

მსგავსი სიახლეები