მთავარი გვერდი

სამსახური ერთ დოლარად - ცნობილი ადამიანების საინტერესო გადაწყვეტილებები

person access_time2017-08-05 16:00:26

მილიარდერმა მიხეილ პროხოროვმა რამდენიმე დღის წინ „რაზე საუბრობემ მამაკაცები“ ნაწარმოებში მიიღო საიუბილეო ერთი რუბლი. თუმცა ის არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გაკეთებულ სქმეში გასამრჯელოდ მხოლოდ ერთი დოლარი აიღო. გთავაზობთ იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც ერთ დოლარად ერთხელ მაინც იმუშავა თავის სიცოცხლეში.

 

 

დაწერა საუნდტრეკი

 

კვენტინ ტარანტინის და რობერტ როდრიგესის მეგობრობა არაა საიდუმლო არავისთვის - რეჟისორები ხშირად ერთად მუშაობენ ფილმებზე. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ რობერტ როდრიგესი კარგი მუსიკოსია, და მას ეკუთნის საუნდტრეკის დიდი ნაწილი ტარანტინოს ფილმში “Kill Bill-2”- ში. ამ სამუშაოსთვის მან მიიღო 1 დოლარი, თუმცა უკმაყოფილო არ დარჩენია. „თუ თქვენ გექნებათ შანსი 1 დოლარად იმუშაოთ ტარანტინოსთან - აუცილებლად დათანხმდით. თქვენ მიიღებთ უდიდეს გამოცდილებას“.

 

ფილმის ერთი სცენის გადაღება

 

2005 წელს კვენტინ ტარანტინომ დაუბრუნა დოლარი რობერტ როდრიგესს და გადაიღო ერთი სცენა საკულტო ფილმში „Sin city”.  ტარანტინოს ბევრი არ უფიქრია, როდესაც მიიღო ეს შემოთავაზება - ჯერ ერთი, მას ძალიან მოეწონა თავისთავად კომიქსის ეკრანიზაციის იდეა, მეორეც -  ის დაინტერესედა ციფრული კამერით მუშაობით.  თუმცა, ამას არ უმოქმედია მის განწყობებზე - ტარანტინო  დღემდე  ჩვეულებრივი, ფირზე მომუშავე კამერების ფანატია.

 

 

რომანის ეკრანიზაციის უფლების მიყიდვა

 

სტივენ კინგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწერალი და მისი წიგნების მიხედვით გადაღებულია უამრავი ფილმი. მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა „ გაქცევა შოუ-შენკიდან“ - რომელიც გადაიღო მწერლის ძველმა მეგობარმა, რეჟისორმა ფრენკ დარაბონტმა. სტივენ კინგმა არა მხოლოდ მიყიდა მას გადაღების უფლება 1 დოლარად, არამედ არ ერეოდა ფილმზე მუშაობის პროცესში.

 

 

შემოქმედებითი თავისუფლების ყიდვა

 

80-ან წლებში ახალბედა რეჟისორი ჯეიმს კამერონი ეძებდა დაფინანსებას „ტერმინატორისთვის“. არავის არ უნდოდა რისკზე წასვლა და უცნობი რეჟისორისთვის ფულის მიცემა. ამიტომ კამერონმა 1 დოლარად გაყიდა უფლებები ფილმზე, რის სანაცვლოდაც მიიღო 7 მლნ დოლარი და შემოქმედებითი თავისუფლება. 30 წლის განმავლობაში „ტერმინატორის“ სერიებმა გამოიმუშევს 1, 5 მლრდ. დოლარის მოგება. არაა გასაკვირი,  რომ ჯეიმს კამერონი ნანობს იმდროინდელ გადაწყვეტილებს. „მე რომ მქონდეს დროის მანქანა, რომელსაც შეუძლია მოკლე ტექსტის გადაცემა წარსულში, მე მივწერდი საკუთარ თავს - „არ გაყიდო“ - განაცხადა რეჟოსირმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის მართვა

 

სტივ ჯობსი არ იყო ღარიბი, თუმცა, 1997 წლიდან  სიცოცხლის ბოლო დღემდე მისი ოფიციალური ხელფასი შეადგენდა 1 დოლარს. ის არ ემალებიდა საგადასახადო სისტემას - 1997 წელს, როდესაც ის დაბრუნდა Apple-ში, კომპანია იყო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და კოლექტივის გასამხნევებლად, სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ არ აიღებს კუთვნილ ხელფასს, და ჩადებს მას კომპანიის განვითარებაში.

 

ეს არ იყო ძალიან ძნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროსაც  სტივ ჯობს არ იყო ღარიბი - ის ფლობდა Apple-ის აქციების დიდ პროცენტს, ასევე აკონტროლებდა მის მიერ შექმნილ კომპანიებს   Pixar-ს და NeXT-ს.

 

rbc.ru

share

მსგავსი სიახლეები