მთავარი გვერდი

ევროზონაში უმუშევრობა მცირდება

person access_time2017-08-04 09:55:38

ევროპის ცენტრალური ბანკის მიხედვით, ევროზონაში უმუშევრობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა შემცირებულია. ევროსტატის მიხედვით, ივნისში უმუშევრობა 9.1%-მდე შემცირდა (მაისის მონაცემებით, უმუშევრობა 9.2%-ს შეადგენდა).

 

უმუშევრობა ყველაზე მაღალ ნიშნულზე იტალიასა და ესპანეთშია, თუმცა გასულ თვეში დასაქმებული ადამიანების რიცხვი ორივე ქვეყანაში გაიზარდა. იტალიაში უმუშევრობა 11.3%-დან 11.1%-მდე, ხოლო ესპანეთში 17.3%-ადნ 17.1%-მდე შემცირდა. ევროზონის ქვეყნებს შორის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე გერმანიაში უმუშევრობა 3,9%-დან 3.8%-მდე შემცირდა.

 

 

CNBC

share

მსგავსი სიახლეები