მთავარი გვერდი

ბანკებმა პილარ 3-ის ახალი წესით I გაფართოებული ანგარიშგება გამოაქვეყნეს

person access_time2017-08-04 09:49:37

ბანკებმა პილარ 3-ის ახალი წესით I გაფართოებული ანგარიშგება გამოაქვეყნეს (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=672).

 

ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული “კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესი”  სებ-ის პრეზიდენტის 22 ივნისის ბრძანებით არის დამტკიცებული, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის.

 

წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა

 

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული ყოველწლიურის გარდა, ბანკი ვალდებულია გამოქვეყნოს წლიური ანგარიშგება,  საზედამხედველო მაჩვენებლების რაოდენობრივი ინფორმაციასთან ერთად, მოიცავს ბანკის კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვის ხარისხობრივ ინფორმაციას.

 

 

share

მსგავსი სიახლეები