მთავარი გვერდი

10 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში

person access_time2017-08-02 13:15:25

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნა. წლის მეორე კვარტალი ზარალით მხოლოდ ერთმა ბანკმა - იშ ბანკი საქართველომ დაასრულა. ბანკის ზარალმა მეორე კვარტალში 833 602 ლარი შეადგინა.

 

წმინდა მოგების მიხედვით ბანკების რეიტინგი შემდეგია:

 

საქართველოს ბანკი - 208 419 949 ლარი

თიბისი ბანკი - 149 478 084 ლარი

ლიბერთი ბანკი - 69 341 613 ლარი

ვითიბი - 15 785 081 ლარი

ბაზისბანკი - 14 253 984 ლარი

ბანკი ქართუ - 10 548 887 ლარი

ტერაბანკი - 7 928 993 ლარი

ხალიკ ბანკი საქართველო - 7 167 302 ლარი

პროკრედიტ ბანკი - 6 534 186 ლარი

კრედო ბანკი - 5689 433 ლარი

 

წლის მეორე კვარტალში მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით, ყველაზე მეტად საქართველოს ბანკს გაეზარდა - ზრდამ 95 მილიონი ლარი შეადგინა. თიბისის მოგება 57 მილიონი ლარით გაიზარდა. ლიბერთის მოგების ზრდამ წლიურად დაახლოებით 9 მილიონი ლარი შეადგინა. 5 მილიონზე მეტით გაიზარდა ხალიკ ბანკის წმინდა მოგება.

 

შემცირდა პროკრედიტ ბანკისა და ბანკი ქართუს წმინდა მოგებები.

 

 

 

share

მსგავსი სიახლეები