მთავარი გვერდი

Renault-Nissan-ის ალიანსი Volkswagen-ისთვის კონკურენციის გასაწევად ემზადება

person access_time2017-08-03 09:31:05

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა Renault-Nissan-ის აალიანსთან შედარებით ნაკლები ავტომობილი გაყიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგულ-იაპონურმა ალიანსმა (რომელსაც Mitsubishi-ც შეუერთდა) გლობალურ გაყიდვებში პირველი ადგილი დაიკავა.

 

ოფიციალური მონაცემებით, Renault-Nissan-ის გაერთიანებამ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში 5,268,079 ავტომობილი გაყიდა. შედარებისვის, დროის ამავე მონაკვეთში Volkswagen-მა 5,155,591, ხოლო Toyota-მ კი 5,129,000 ავტომობილი გაყიდა.

 

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ზემოთაღნიშნული შედეგების მიუხედავად, წლის ბოლოს გაყიდული ავტომობილების რაოდენობით Volkswagen-ი, ზედიზედ მეორედ, პირველობას არავის დაუთმობს. Volkswagen-მა Toyota-ს 4-წლიანი დომინაცია გასულ წელს დაასრულა. შეგახსენებთ, რომ Renault-Nissan-ის ალიანსს Mistubishi 2016 წლის ოქტომბერში შეუერთდა.

 

 

CNNMoney

share

მსგავსი სიახლეები