მთავარი გვერდი

ფინანსთა სამინისტროს აუდიტის ზედამხედველობის სამსახური IFIAR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

person access_time2017-08-02 12:09:13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა, რაც იძლევა გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის უფლებებს.



აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა 18 იურისდიქციიდან წარმოდგენილი აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მიერ.

დაარსების დღიდან, IFIAR-ის წევრთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება და დღეისათვის იგი 52 იურისდიქციის ფარგლებში არსებულ საზედამხედველო ორგანოს აერთიანებს.

IFIAR-ი ორიენტირებულია შემდეგ საქმიანობებზე:

1. აუდიტის საბაზრო გარემოსა და აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებზე აქცენტირებით;

2. თანამშრომლობისა და თანამიმდევრულობის ხელშეწყობა საზედამხედველო საქმიანობაში;

3. აუდიტის ხარისხით დაინტერესებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის გასამართად პლატფორმის უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IFIAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ifiar.org

share

მსგავსი სიახლეები