ეროვნული ბანკი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს

access_time2017-08-02 11:12:31

 
საქართველოს ეროვნული ბანკი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს. 
 

 

 

„შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს.

 

 

თუკი კორპორატიულ ობლიგაციაში ინვესტირებას გადაწყვეტთ, მხოლოდ დაპირებული საპროცენტო განაკვეთის შსახებ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი - აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკებზეც. ეს რისკები ძირითადად ჩამოთვლილი და განხილული უნდა იყოს ობლიგაციების ემისიის პროსპექტში. ემიტენტი კომპანია და კომპანიის სახელით ობლიგაციების გაყიდვით დაკავებული ბროკერი ვალდებულნი არიან ობლიგაციის შესყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს მიაწოდონ ამ პროსპექტის ასლი. 


 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი აფრთხილებს კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს, გადაწყვეტილების მიღებისას განახორციელონ შემდეგი ნაბიჯები:

 

  1. მოითხოვონ პროსპექტის ასლი (არ მოახდინოთ ინვესტირება, თუ არ მიგიღიათ პროსპექტის ასლი);

 

  1. დეტალურად განიხილონ ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკი; (თუ კარგად არ გესმით რისკის ფაქტორები, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, უმჯობესია ნეიტრალურ მესამე პირთან);

 

  1. უარი თქვან ინვესტიციის განხორციელებაზე თუ ვერ მოხერხდა რისკების ადეკვატურად შეფასება.

 

 

და ბოლოს, როგორც წესი, მაღალი შემოსავლის მქონე ინვესტიცია ნიშნავს მაღალ რისკს, თუმცა მაღალი რისკის მქონე ინვესტიციას ყოველთვის შესაბამისად მაღალი შემოსავლიანობა შეიძლება არ ქონდეს. ამიტომ, შეპირებული საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, პოტენციურმა ინვესტორმა უნდა გადახედოს/შეისწავლოს პროსპექტში გაშლილი რისკის ფაქტორები და მოიძიოს დახმარება პროფესიონალისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლიცენზირებული ბროკერის ნაცვლად პირდაპირ კომპანიის მიერ გაკეთებული შემოთავაზების შემთხვევაში ინვესტირებისას” - აღნიშნულია განცხადებაში.  

 

   
 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები