მთავარი გვერდი

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ინოვაციური და კომფორტული გზა

person access_time2017-07-24 12:30:58

რა არის Convertor.ge?

 

 

Convertor.ge არის ინოვაციური ვებგვერდი უძრავი ქონებისყიდვა-გაყიდვის სფეროში, რომელიც სამშენებლო - დეველოპერულ, საბროკერო კომპანიებს, ბანკებს და ფიზიკურ პირებს აკავშირებს უძრავი ქონების შეძენის მსურველებთან. 

 

ვებგვერდი  კონვერტორ.ჯი, რომელსაც უძრავი ქონების ძებნის სიმარტივის და კომფორტულობის მხრივ ანალოგი არ ჰყავს ქართულ ბაზარზე, ფუნქციონირებს 2016 წლის ნოემბრიდან. დღესდღეობით კონვერტორ.ჯი თანამშრომლობს 210 კომპანიასთან.

 

რას სთავაზობს კონვერტორი სამშენებლო - დეველოპერულ და საბროკერო კომპანიებს?

 

კონვერტორ.ჯი პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს დამატებით  არხს  უძრავი ქონების გასაყიდად.ისინი ელ-ფოსტის საშუალებით იღებენ კონვერტორზე შემოსულმოთხოვნებს იმ უბანზე, სადაც აშენებენ ბინებს. ამის შემდეგ უძრავი ქონების კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ეცნობა მომხმარებლების მოთხოვნებს და მისთვის მოსახერხებელ საკომუნიკაციო არხზე (ტელეფონის ნომერი, Facebook, ელ-ფოსტა) უგზავნის შეთავაზებებს.

 

რა სარგებელი აქვთ უძრავი ქონების გამყიდველ კომპანიებს კონვერტორ.ჯი-სთან თანამშრომლობით?

 

  • საშუალება აქვთ გააკეთონ მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული შეთავაზება.
  • შესაძლებლობა აქვთ გაიგონ რა სურს მომხმარებელს და რა ალტერნატივები შეიძლება შესთავაზონ;
  • წვდომა აქვთ ბინის მაძიებლების საკონტაქტო ინფორმაციაზე;
  • ქმნიანპოტენციური კლიენტების ბაზას;
  • ზოგავენ მარკეტინგულ ხარჯს და იმარტივებენ გაყიდვების მართვის პროცესს.

 

 

კონვერტორ.ჯი როგორც, უძრავი ქონების რეალიზაციით დაინტერესებულ კომპანიებს უმარტივებს გაყიდვის პროცესს,ასევე  მომხმარებლებს უმარტივებს უძრავი ქონების ძებნის პროცესს.

 

რატომ უნდა მოძებნონ უძრავი ქონების ყიდვის მსურველებმა ბინა თქვენს ვებგვერდზე?

 

დღესდღეობით უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია, თუმცა რთულია ღირებული არჩევანის გაკეთება. ამისათვის დიდი ენერგიის ხარჯვა უწევთ ადამიანებს. არსებობს უძრავი ქონების ძებნის ბევრი გზა, თუმცა კონვერტორი ყველაზე მოქნილი და კომფორტულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ რჩება დრო უძრავი ქონების მოსაძებნად. საკმარისია საიტზე https://convertor.ge/მოთხოვნის დაფიქსირება, რის შემდეგაც მომხმარებლებს შეთავაზებებს უკეთებენენ ის კომპანიები რომლებსაც აქვთ მათზე მორგებული უძრავი ქონება.

 

როგორია კონვერტორის მუშაობის პროცესი?

  1. ვებგვერდზეhttps://convertor.ge/შემოდის მომხმარებლის სურვილი;
  2. შემოსულ სურვილს ამუშავებს ოპერატორი და ამ პროცესის გავლის შემდეგ ხდება დამუშავებული სურვილის მოთხოვნად ქცევა, სადაც მოცემულია მომხმარებლის სასურველი უძრავი ქონების აღწერა;
  3. პარტნიორ კომპანიებს, მოთხოვნასთან ერთად, ეგზავნებათ სურვილის ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებულია კონვერტორის ოპერატორის მიერ. მოთხოვნების კატეგორიზაცია ხდება სურვილის ავტორის მიერ მითითებული უბნის მიხედვით;
  4. ის კომპანია და ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გასაყიდი მომხმარებლის სურვილში აღწერილი უძრავი ქონება, მოთხოვნის ავტორს უგზავნის შეთავაზებებს.

 

 

რა სიახლეები აქვს ვებგვერდს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

 

 

კონვერტორ.ჯი-ს ვებგვერდზე შემოსულ მომხმარებელს შეუძლია, როგორც ბინის მოძებნა, ასევე იპოთეკური სესხის პირობების გარკვევა ერთი მოთხოვნის დაფიქსირებით. უახლოეს მომავალში, კონვერტორი მომხმარებლებს და კომპანიებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ბევრ კარგ და საინტერესო სიახლეს შესთავაზებს, მაგალითად როგორიცაა შეფასება, დაზღვევა , რემონტი და სხვა.

share

მსგავსი სიახლეები