2030 წლისთვის დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდს გადააჭარბებს

person access_time2017-06-25 18:00:56

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზის მიხედვით, 2023 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 8 მლრდ ადამიანს გადააჭარბებს. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 9.8 მლრდ-მდე, 2050-სთვის - 9, 8 მლრდ-მდე, 2100 წლისთვის კი დედამიწაზე 11,2 მლდრ ადამიანი იცხოვრებს. ამჟამად დედამიწაზე ცხოვრობს 7,6 მლრდ. ადამიანი.

 

ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია აფრიკის ქვეყნებში და ინდოეთში. სავარაუდოდ, მატების ნახევარი განაწილდება 9 ქვეყანაზე - ინდოეთზე, ნიგერიაზე, კონგოზე, პაკისტანზე, ეფიოპიაზე, ტანზანიაზე, აშშ-ზე, უგანდაზე და ინდონეზიაზე.

 

გაეროს ანალიტიკოსების აზრით, 2024 წლისთვის ინდოეთი გაუსწრებს მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს - დღეისათვის ჩინეთში ცხოვრობს 1, 41 მლრდ. ადამიანი, ინდოეთში - 1,34.

 

გაეროს მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკის მოსახლეობა 2050 წლისთვის გაორმაგდენა, ნიგერია კი დაიკავებს მე-3 ადგილს ინდოეთის და ჩინეთის შემდეგ, რითიც გაუსრებს აშშ-ს.

 

ამავე დროს ანალიტიკოსები აღნიშნავენ შობადობის შემცირებას თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის აფრიკაშიც - ერთ ქალზე 5,1-დან 4,7 ბავშვამდე. ევროპაში პირიქით, შეინიშნება გარკვეული ზრდა - 1,4-დან 1,6-მდე 1 ქალზე.

 


შობადობის შემცირებასთან და სიცოცხის ხანძლივობის ზრდასთან ერთად გრძელდება მოსახლეობის დაბერებაც. მოხსენების ავტორების პროგნოზით, 2030 წლისთვის 60 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობა (დღეს 962 მლნ.) გაიზრდენა 2,1 მლრდ.-მდე, 2100 წლისთვის - 3,1 მლრდ.-მდე.

 

80 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობაც შესამჩნევად გაიზრდება - 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი გასამმაგდება (425 მლნ), 2100 წლისთვის კი - გაიზრდება 7-ჯერ (909 მლნ.).

 

რუსეთის მოსახლეობა, რომელიც დღეისათვის შეადგენს 144 მლნ ადამიანს, 2030 წლისთვის შემცირდება 140,5 მლნ-მდე, 2050-სთვის 132,7 მლნ-მდე და 124 მლნ-მდე 2100 წლისთვის.

 

თუმცა, ინდოეთის მომავალი ლიდერობა არაა უპირობო. ჩინეთის მთავრობა, რომელიც 40 წელი ებრძოდა მოსახლეობის ზრდას, ახლა რადიკალურად შეცვალა დემოგრაფიული პოლიტიკა.

 

China Daily-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის და გეგმიური შობადობის სახელმწიფო კომიტეტის მინისტრის მოადგილემ ვან ოეიანმა განაცხადა, რომ სახლემწიფო შეიმუშავებს მეორე შვილის გაჩენის სტიმულირების პროგრამას. ასეთი მკვეთრი შემობრუნების მიზეზია მოსახლეობის სწრაფი დაბერება და შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობის შემცირება. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, 2015 წელს ჩინეთის მთავრობამ გააუქმა პროგრამა „ერთი ოჯახი - ერთი შვილი", რის შემდეგაც დაფიქსირდა შობადობის 20-წლიანი რეკოდრი - 17,8 მლნ ბავშვი.

 

თუმცა, ბევრი ჩინელი ვერ ახერხებს მე-2 შვილის გაჩენას ფინანსური პრობლემების გამო, ამიტომაც მთავრობა აპირებს შობადობის სუბსიდირებას. სავარაუდოდ, ახალი პროგრამა 30 მლნ-ით გაზრდის შრომისუნარიანი ჩინელების რაოდენობას 2030 წლისთვის, რაც დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 0.5%-ით.

 

 

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები