ჯეკ მა: 30 წელიწადში ადამიანები კვირაში 4-ჯერ, 4 საათი იმუშავებენ

person access_time2017-06-22 10:00:37

Alibaba-ს დამაარსებელი, მილიარდერი ჯეკ მა ბიზნეს მედია CNBC-ის ესაუბრა. მისი თქმით, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ საკითხებს გლობალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენენ.

 

„სწორედ ამ მიზნით ვმოგზაურობ და ვესაუბრები სახელმწიფო ლიდერებს. თუკი ისინი მოძრაობას სწრაფად არ დაიწყებენ, ისინი აუცილებლად პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. როდესაც რაიმე გიახლოვდება, მას აუცილებლად მომზადებული უნდა დახვდე. ჩემი აზრით, ჭერი მაშინ უნდა შეაკეთო, სანამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებს," აღნიშნა ჯეკ მამ.

 

ჩინელი მილიარდერისა და მეწარმის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამუშაო საათების შემცირებაზე მნიშვნელოვნად აისახება. „ჩემი აზრით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში ადამიანები კვირაში 4-ჯერ, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმუშავებენ. ჩემი ბაბუა ფერმაში დღეში 16 საათს ატარებდა და იგი ძალიან დაკავებული იყო. ჩვენ კი კვირაში 5-ჯერ, 8 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და გვგონია, რომ ძალიან დაკავებულები ვართ."

 

ჯეკ მას მიხედვით, ტექნოლოგიურმა რევოლუციამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. „პირველი ტექნოლოგიური რევოლუციის შემდეგ I მსოფლიო ომი დაიწყო, მეორე რევოლუციის შემდეგ კი - II მსოფლიო ომი. ახლა კი მესამე ტექნოლოგიური რევოლუციის ხანაში ვართ," აღნიშნა მან.

 

 

 



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები