თბილისი მოლში "სმაილის" მაღაზია „წარმოუდგენელი ფასებით“ გაიხსნა

2013-05-30 12:23:43




31 მაისს, 10:00 საათიდან ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „სმაილი"-ს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე გრანდიოზული მაღაზია თბილისი მოლში მომხმარებლებს „წარმოუდგენელი ფასებით“ ელოდება. მაღაზია საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა, სადაც „სმაილის“ მენეჯმენტმა მედიას ქსელის გაფართოებაზე და „წარმოუდგენელი ფასების“ აქციაზე მიაწოდა ინფორმაცია. 

 

"თბილისი მოლში სმაილის ახალი ობიექტის გახსნის დღეს, მხოლოდ 31 მაისს თითოეულ მომხმარებელს ნებისმიერ შენაძენზე საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადავცემთ საჩუქრად. ასევე გახსნიდან 5 დღის განმავლობაში რამდენიმე ყველაზე გაყიდვად მოდელს უპრეცედენტო ფასად  წარმოვადგენთ. მხოლოდ თბილისი მოლის მაღაზიაში 5 ივნისამდე აქცია სახელწოდებით "წარმოუდგენელი ფასები" გაიმართება, რომლის ფარგლებშიც LCD ტელევიზორები 299 ლარად,  გაზქურები და სარეცხი მანქანები 399 ლარად, ხოლო ორკამერიანი მაცივრები 499 ლარად იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა ფასდაკლებები გავრცელდება სხვა პროდუქტებზე" - აცხადებენ კომპანიაში.  

 

„თბილისი მოლში“ „სმაილის“ მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალურად იაპონიიდან ჩამოვიდა „პანასონიკის“ წარმომადგენელი კოჯი ტერაჯიმა. 

 

თბილისი მოლში მაღაზია 4000 კვადრატულ მეტრზე განთავსდა, სადაც კომპანიამ 50-ზე მეტი ახალი კადრი დაასაქმა. ასევე ქსელს ახალი ობიექტები რუსთავში და ბათუმში შეემატა. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ობიექტების კონცეფცია სრულიად განსხვავებული მოდელით არის შექმნილი და არ გავს „სმაილის“ ან ტექნიკის ბაზარზე არსებული სხვა კომპანიების მაღაზიებს. განსხვავებაში იგულისხმება დიზაინი, პროდუქტის განლაგება და ინტერიერი, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულად მოეწყო.

 

2 კვირის განმავლობაში მომხმარებლები სპეციალური აქციებითა და უამრავი სიურპრიზით რუსთავსა და ბათუმშიც ისარგებლებენ. 

პარტნიორ ბანკებთან ერთად „სმაილი“ მთელს ქსელში ექსკლუზიურ აქციასაც იწყებს. "მხოლოდ ივნისის თვეში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უპრეცედენტო შეთავაზებით. კერძოდ, შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა 3-წლიანი უპროცენტო განვადებით," -  აცხადებს „სმაილის“ ხელმძღვანელი ტარიელ მაჭავარიანი.  

 

“სმაილის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აუდიო-ვიდეო, ასევე კომპიუტერული ტექნიკისა და მობილურების საცალო ვაჭრობა. კომპანია ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია, როგორიცაა: Samsung, Panasonic, Indesit, Hotpoint-Ariston. 

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით „სმაილი“ უკვე 13 მაღაზიას აერთიანებს.