ახალი შრომის კოდექსი ძალაში ოფიციალურად შევიდა

2013-07-05 09:30:38




საქართველოში ახალი შრომის კოდექსი ძალაში ოფიციალურად შევიდა. იუსტიციის სამინისტროს მომზადებულ და მთავრობის ინიცირებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, 8-თვიანი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მუშაობის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ მიიღო შრომის ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების კულტურის დამკვიდრებას საქართველოში და დაიცავს თითოეული დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესს. მისი თქმით, ვერავინ ვეღარ დაითხოვს სამსახურიდან დასაქმებულს ყოველგვარი მოტივაციის, ახსნა-განმარტების გარეშე, ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე ვერავინ ვერავის ამუშავებს იმაზე მეტს, ვიდრე ამას ნორმირებული სამუშაო კვირა ითვალისწინებს.

 

არის ახალი რეგულირებები ვადიან და უვადო შრომით ხელშეკრულებებთან, ასევე ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებთან დაკავშირებით.