geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:45
Associated Press - „რუსული საკვები? თავად მოსკოველებს ქართული სამზარეულო ურჩევნიათ"
2017-06-19 20:00:34
+
-

„კონფედერაციის თასზე ჩასულ გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ მოსკოვში გემრიელ რუსულ საკვებს აგემოვნებენ, თუმცა არ მოტყუვდეთ, დიდი შანსია, ის ქართული იყოს" - ამ წინადადებით იწყება სტატია, რომელსაც Associated Press აქვეყნებს. გამოცემა კონფედერაციის თასის ამბების გაშუქებასთან ერთად, ფანების მოსკოვში ყოფნის გამოცდილებასაც აღწერს.

 

„რუსული საკვები? თავად მოსკოველებს ქართული სამზარეულო ურჩევნიათ" - ეს კი, სტატიის სათაურია.

 

Associated Press-ის მასალას უცვლელად აქვეყნებენ ამერიკული და ბრიტანული სპორტული გამოცემები, მათ შორის FOX-ის სპორტული გვერდი.

 

სტატიაში საუბარია საქართველოზე და ქართულ სამზარეულოზე, რომელიც, სტატიის ავტორის თქმით, მდიდარი და ჯანსაღი საკვებით არის გამორჩეული. ასევე, ნახსენებია ქართული ღვინოც. ტრადიციულ ქართულ კერძებად კი დასახელებულია ხაჭაპური და ხინკალი.

 

ავტორი ყვება, რომ ქართულმა სამზარეულომ დიდი ხანია, დაიპყრო რუსების გული და ამიტომაც მოსკოვში ჩასულ გულშემატკივრებს უამრავი ქართული რესტორანი ხვდება. ქართული რესტორნები, Associated Press-ის სტატიის მიხედვით, რუსეთის დედაქალაქის გარდა, კონფედერაციის თასის ოთხივე ქალაქში მრავლად არის. სტატიის ავტორი ასევე, ფანებს აფრთხილებს, რომ თუ სადმე ბორშჩი შეხვდათ, არ ეგონოთ, რომ რუსულია, რადგან ეს წვნიანი კერძი რეალურად, უკრაინულ სამზარეულოს ეკუთვნის.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: 1tv.ge