geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:45
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირება აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს"
2017-06-19 17:54:58
+
-

"ჩვენთვის ამოსავალია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არიან, იყვნენ ფინანსურად სტაბილურები და მათ ნორმალურად შეძლონ ფუნქციონირება" , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ახალი კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რეგულაციები უწესდებათ, მათ შორის, ერთ-ერთია მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა.

 

 

კობა გვენეტაძემ იმედი გამოთქვა, რომ იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტშია შესული, მალე დაიწყება.

 

„ის რომ რეგულირება აუცილებელია ამაში ორი აზრი არ არსებობს", - ამბობს კობა გვენეტაძე.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, შემცირდება თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა ახალი რეგულაციების შემდეგ, - ამას ბაზარი დაარეგულირებს.