geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:45
“Georgian Airways”-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო
2017-06-19 17:50:20
+
-

ქართულმა ავიაკომპანია"Georgian Airways"-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

 

როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ 18 ივნისს შეასრულა.

 

რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა), Boeing B737 CL-600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა"Georgian Airways"-ს 19 მაისს მიენიჭა.