geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:39
კინოთეატრ „რუსთაველში“ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური საბავშვო კომპლექსი მოეწყობა – შენობაში დარჩება კინოდარბაზიც
2017-06-19 16:30:31
+
-

კინოთეატრ „რუსთაველში" კავკასიაში ყველაზე დიდი საბავშვო გასართობი კომპლექსი მოეწყობა, სადაც ასევე განთავსებული იქნება კინო-დარბაზი", - ამის შესახებ „კომერსანტს" „რუსთაველის" PR მენეჯერმა მაია სიხარულიძემ განუცხადა.

 

„ჩვენ თითქმის 2 წელია ვმუშაობთ კინოთეატრ „რუსთაველის" რეკონსტრუქციის გეგმაზე, თუმცა პროექტის საბოლოო სახე კვლავ არ არსებობს. გეგმაში გვაქვს, რომ რუსთაველში დარჩეს 1 კინოდარბაზი, რომელიც დატვირთული იქნება ძირითადად საბავშვო კინოსეანსებით, ასევე მოეწყოს კავკასიაში ყველაზე გრანდიოზული საბავშვო-გასართობი კომპლექსი კვების ობიექტებით, საბავშვო მაღაზიებითა და მასშტაბური გასართობი ცენტრით. ამ ცენტრში ყველაფერი იქნება ბავშვებისთვის", - განუცხადა „კომერსანტს" მაია სიხარულიძემ.

 

როდის დასრულდება პროექტზე მუშაობა და რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება „რუსთაველის" რეკონსტრუაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. „პროექტი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია და ვფიქრობთ, საბოლოო სახეს რამდენიმე თვეში მიიღებს", - განაცხადა მაია სიხარულიძემ.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი