geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:38
კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით შესაძლოა, პლებისციტი ჩატარდეს
2017-06-19 15:47:33
+
-

კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით შესაძლოა, პლებისციტი ჩატარდეს. „პირველი არხის“ ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ეს საკითხი მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში არ განიხილება, თუმცა გამორიცხული არ არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაინიშნოს პლებისციტი კითხვით - გსურთ, თუ არა კონსტიტუციური მონარქია.

 

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, კონსტიტუციურ მონარქიაზე საბოლოო დისკუსია და მსჯელობა ხალხთან უნდა გაიმართოს.

 

„ვფიქრობ,საზოგადოებას უნდა ვკითხოთ აზრი. ასევე ვიფიქროთ იმ თემაზე, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს - ეს არის, დისკუსიები, მსჯელობები, გამოკითხვის ფორმები. მაგრამ, საბოლოოდ ეს უნდა იყოს საერთო-სახალხო კონსენსუსი", - განაცხადა ბესელიამ.

 

გია ვოლსკის განცხადებით კი, კონსტიტუციურ მონარქიაზე საბოლოოდ შეიძლება ფართო დისკუსია გაიმართოს.

 

„საზოგადოებას უნდა ვკითხოთ და რა ფორმით დავეკითხებით, ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის წესრიგი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება პატრიარქთან დღევანდელ შეხვედრას, როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, პატრიარქი ჩააყენეს საქმის კრუსში, რომ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში არ განიხილება.

 

სასაქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას კონსტიტუციურ მონარქიაზე ისაუბრა. ილია მეორემ ქვეყნის მონარქიული წარსული გაიხსენა და ტახტის აღდგენაზე მსჯელობის განახლების სურვილი გამოთქვა.