geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:44
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ფასი 9,4%-ით გაიზარდა
2017-06-19 15:00:14
+
-

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ფასი გაიზარდა, BGEO ჯგუფისა და თიბისი ბანკის აქციების ფასი კი შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას გალტ&თაგარტი ავრცელებს. 

 

 

გალტ&თაგარტი–ის ინფორმაციით, BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 35.96 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.13% წინა კვირასთან შედარებით და +1.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 684 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.47 - 37.63 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 92 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.14%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 0.39%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.73% შეადგინა.

 

 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.23 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-5.23% წინა კვირასთან შედარებით და +5.97% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 276 ათასს გადააჭარბა, GBP 16.88 - 19.04 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 205 ათასი აქცია შეადგინა.

 

 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.83 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+9.43% წინა კვირასთან შედარებით და +2.89% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 546 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.48 - 3.83 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 95 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.41% შეადგინა