geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:44
საკონსტიტუციო მონარქია - მმართველი გუნდის გეგმები
2017-06-19 11:34:24
+
-

უნდა იყოს თუ არა საქართველოში კონსტიტუციური მონარქია?! მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის თემაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას გეგმავს.

 

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ექნებათ პატრიარქთან შეხვედრა და შეხვედრის შემდეგ გაკეთდება მონარქიის საკითხზე განცხადებები.

 

ამასთან, კითხვაზე მონარქიის აღდგენის საკითხი რაიმე ფორმით დაისვა თუ არა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში და იყო თუ არა ამ თემაზე მსჯელობა, კობახიძემ განმარტა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მონარქიის ინიციატივა არავის დაუსვავს.

 

"ჩვენ აუცილებლად გვექნება პატრიარქთან შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი განცხადებების გაკეთება. რაც უწმინდესმა ბრძანა არის ჭეშმარიტება - საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კომენტარების გაკეთება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

სასაქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას კონსტიტუციურ მონარქიაზე ისაუბრა. ილია მეორემ ქვეყნის მონარქიული წარსული გაიხსენა და ტახტის აღდგენაზე მსჯელობის განახლების სურვილი გამოთქვა.