geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:43
კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა
2017-06-19 10:00:04
+
-

კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

მისივე თქმით, სამდონიანი პარკინგის ადგილის მოწყობა კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე გამავალ ორ პატარა ქუჩაზე საკომუნიკაციო და წყალკანალიზაციის სისტემის გამოცვლა უკვე მიმდინარეობს.

 

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და იგი 30 სახლის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციასთან ერთად ასევე მოხდება ათონელის ქუჩის რეაბილიტაციაც. ამასთან, მშრალ ხიდზე მხატვრებისთვის ახალი სტელაჟები დაიდგმება. სრულიად პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება და იგი 2018 წელს დასრულდება.