geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:38
ირაკლი შიოლაშვილი: "უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა იყო"
2017-06-19 13:20:23
+
-

მთავრობა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების" მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.თუმცა კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანამდე მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი წესდება.

 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს მათ შორის უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ უცხოელებზე მიწა არ უნდა გახსვიდეს, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება სანამ კონსტიტუციაში იქნება ასახული ცვლილებები, მანამდე გამოცხადდეს მორატორიუმი.


სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი 2013 წელსაც დაწესდა, თუმცა 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" სარჩელის საფუძველზე ეს არაკონსტიტუციურად ცნო. დღეს შიოლაშვილი ამბობს, რომ მაშინ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.


„ ჩემი პირადი კომენტარი არის, რომ იმ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტულება მიიღო. კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მორატორიუმის სახით იქნება შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან . თუ რომელიმე არასამთავრობოს დღეს აქვს პრეტენზია, შეუძლიათ იგივე გზა გაიარონ და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს"– აცხადებს შიოლაშვილი


მისივე თქმით, უმრავლესობაში არსებობს მზაობა, რომ მთავრობას მისცენ უფლება და განსაკუთრებული ინვესტიციის შემთხვევაში, გარკვეული პირობებით მოხდეს მიწის გახსვისება. თუმცა მისივე თქმით, ჯერ არ არის დაზუსტებული რა მოიაზრება „განსაკუთრებულ" შემთხვევაში.


კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების შემუშავებამდე, შეისწავლეს ბოლო წლების სტატისტიკა და შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო თვალსაზრისით მიწების გასხვისებას არ მოუტანია ღირებული პროდუქტი .


ირაკლი შიოლაშვილის თქმითვე, ცვლილებების შემუშავების საფუძველი გახდა საზოგადოების უდიდესი ნაწილის და უმრავლესობის პოზიცია ქართულ მიწებთან მიმართებაში, არგუმენტებს შორის არის უცხოური გამოცდილების გაზიარება, რადგან ბევრ ქვეყანაში არის ანალოგიური შეზღუდვები მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით.


კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დასძენს, რომ ბოლო წლების მიხედვით დამუშავებული მიწების თვალსაზრისით წარმატებული შედეგები გვაქვს იმ პროგრამებიდან გამომდინარე, რაც მთავრობამ განახორციელა, თუმცა მომავალშიც არ არის გამორიცხული იყოს პროგრამები, რაც დარგის წახალისებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მისივე თქმით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ არცერთი ჰექტარი ქართული მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და ქართველმა ფერმერებმა გააუმჯობესონ პროდუქტის ხარისხიც და რაოდენობაც.


 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია