geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:39
მფრინავ ავტომობილებზე მუშაობა სლოვაკურმა კომპანიებმაც დაიწყეს – როდისთვის გამოვა ბაზარზე ახალი მფრინავი ავტომობილი?
2017-06-19 10:00:04
+
-

სლოვაკეთს სულ უფრო ხშირად უწოდებენ „ევროპის სილიკონის ველს" - ქვეყანაში ვითარდება ტექნოლოგიური კომპანიები, ხელისუფლება კი ახდენს ისეთ პროექტებზე კონცენტრირებას, როგორც ვაკუუმური მატარებელი „ჰიპერლუპი" და მფრინავი ავტომობილები. ერთ-ერთი ადგილობრივი პროექტია მფრინავი ავტომობილი, რომლიც კონცეპტი კომპანია Aeromobil-მა წარადგინა. სავარაუდოდ, ამ ტიპის ავტოტრანსპორტი ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდება.

 

კომპანია ამ საკითხზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. Aeromobil-ის მიერ დამუშავებული მოდელი წარმოადგენს მანქანას, რომელსაც შეუძლია გადაადგილება გზაზეც და ჰაერშიც. მისი მართვისთვის მძღოლს დასჭირდება პილოტის ლიცენზია.

 

„ქალაქებში არსებობს ძალიან დიდი ბაზარი, ძალიან დიდი მოთხოვნა. ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება - ტრანსპორტის გადაყვანა ორი განზომილებიდან სამში" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა იურაი ვაცულიკმა.

 

2017 წლის აპრილში, მონაკოს ავტოშოუზე Aeromobil-წარადგინა პირველი კომერციული მფრინავი ავტომობილი AeroMobile 3.0 Flying Car - 1,3 მლნ. დოლარად შეფასებული მანქანა ბენზინის ძრავით, რომელსაც შეუძლია ერთჯერადათ 750 კმ იფრინოს.

 

მოდელს აქვს პორტატული ფრთები, მას შეუძლია აფრენა რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის ბალახის ან ასფალტის ზოლიდან - ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრვი გზა ნებისმიერ ქალაქში.

ვაცულიკის თქმით, ასეთი ავტომობილი დაფარავს გზას პარიზიდან ლონდონამდე მხოლოდ 1 საათში. პროგნოზების მიხედვით, პირველი 500 მფრინავი ავტომობილი უკვე 2020 წელს გაიყიდება.

 

Aeromobil-ის ხელმძღვანელის აზრით, სლოვაკეთი არის ყველაზე მოხერხებული ადგილი მფრინავი ავტომობილის დამუშავებისთვის, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის მენეჯმენტი განიხილავდა გერმანიაში ან ინგლისში პროექტის გადატანის შესაძლებლობას.

 

ამ გრანდიოზული პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საავტომობილო და საავიაციო წარმოებასთან საქმიანი კონტაქტები, კერძოდ, მათგან სათადარიგო ნაწილების მიღება. ორივე დარგი ძალიან კარგად არის წარმოდგენილი სლოვაკეთის ეკონომიკაში. თანაც, ქვეყანაში არის ძალიან კარგი საშუალებები ასეთი ტრანსპორტის გამოცდისთვის - ბრატისლავასთან ახლოს მდებარეობს 15 მცირე აეროპორტი, რომელიც იდეალურია მფრინავი ავტომობილის ტესტირებისთვის.

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიის Ness-ის დირექტორმა განაცხადა, რომ სლოვაკეთში ასევე არის შესაფერისი სამუშაო ძალა.

 

„სლოვაკეთში ახალგაზრდობას არ უნდა მენეჯერობა. აქ ყველას ინჟინერის პროფესია აინტერესებს" - განაცხადა მან.

 

ქვეყნის მთავრობა ცდილობს დაუჭიროს მხარი ტექნოლოგიურ კომპანიებს, ისეთებს, როგორც Aeromobil.

 

გარდა ამისა, ხელისუფლებამ დადო კონტრაქტი კომპანია Hyperloop Transportation Technologies-თან, რომელიც მუშაობს ჩქაროსანი ვაკუუმის მატარებლის შექმნაზე. მომავალი მატარებლის გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს სლოვაკეთში. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩეხეთთან უპილოტო ავტომობილებების ტესტირებასთან დაკავშირებით.

 

Aeromobil არ არის ერთადერთი კომპანია მსოფლიოში, რომელიც მუშაობს მფრინავი ავტომობილის პროექტზე. ამ თემაზე მუშაობს იაპონური Toyota, რომელმაც ჩადო 386 მლნ დოლარი სტარტაპ Cartivator-ში და მის კონცეპტზე Sky Drive-ზე. მანქანის ტესტირება სავარაუდოდ, 2019 წელს დაიწყება. სხვა კომპანიები კი ცდილობენ, რომ მოძებნონ ქალაქებში ფრენის სხვა საშუალებები. მაგალითად, გერმანულმა კომპანიამ eVolo აპრილში მცირე ზომის ვერტმფრენი გამოსცადა Volocopter 2X, რომელიც გამოიყენება როგორც საჰაერო ტაქსი. კომპანიას სურს, რომ ეს სერვისი მომხმარებელს უკვე 2018 წლიდან შესთავაზოს. ამ ეტაპზე ელექტროვერტმფრენი გათვლილია მხოლოდ 17-წუთიან ფრენაზე, რისთვისაც საჭირო იქნენა ბატარეის დატენვა 40 წუთის მანძილზე. კიდევ ერთი გერმანული კომპანია - Lilium - მუშაობს 5-ადგილიანი მფრინავი ტაქსის მოდელზე.

 

რამდენიმე თვის წინ მფრინავი ტაქსების სერვისზე მუშაობის დაწყების შესახებ Uber - მაც განაცხადა. პირველი ასეთი ტაქსები 3 წლის შემდეგ დუბაიში და ამერიკის შტატ ტექსასში გამოჩნდება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებსა და რეგიონებზეც გავრცელდება.

 

ერთ-ერთი სირთულე, რომელიც ელის მფრინავი ავტომობილების მწარმოელებს, არის განსხვავებული რეგულაციები სხვადასხვა ქვეყნებში. მრავალი ქვეყნის მთავრობები ეჭვის თვალით უყურებენ მცირე უპილოტო საფრენ აპარატებსაც კი, ხოლო ცაში მფრინავი ავტომობილების გაჩენა წესების სერიოზულ გადახედვას მოითხოვს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: kommersant.ru