geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:42
არალეგალებს აშშ-ში დაბადებულ შვილებთან სრულწლოვანებამდე დარჩენის უფლება აღარ მიეცემათ
2017-06-16 12:39:24
+
-

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მიღებული წესი გააუქმა, რომელიც მილიონობით არალეგალ ადამიანს, რომლის შვილიც აშშ-ში იყო დაბადებული, ქვეყანაში დარჩენის უფლებას აძლევდა.

 

2014 წელს მიღებული პოლიტიკა მიზნად ისახავდა იმ ბავშვების ოჯახების დახმარებას, რომლებსაც დეპორტაციის საფრთხე ემუქრებოდა. კანონი სავარაუდოდ, 4 მილიონ ადამიანს შეეხებოდა, თუმცა იგი რეალურად არც ამოქმედებულა, რადგან 26-მა შტატმა ტეხასის ფედერალურ სასამართლოში კანონის საწინააღმდეგოდ სარჩელი შეიტანა.

 

თუმცა, აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის მიხედვით, ობამას 2012 წლის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ცხოვრებისა და სწავლის უფლებას ორი წლით უხანგრძლივებდა ადამიანებს, რომლებიც შტატებში ბავშვობის ასაკში ჩავიდნენ, ძალაში რჩება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: thejournal.ie