geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:43
ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები წელს უკვე მეორედ გაზარდა
2017-06-15 19:21:07
+
-

ცენტრალურმა ბანკმა მხარი დაუჭირა მისი ძირითადი განაკვეთის 1% დან 1.25%-მდე გაზრდას. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ დაიწყება ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების შემცირება. საპროცენტო განაკვეთის ზრდის მთავარ მიზეზად ამერიკის ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ძალის ბაზრის განვითარებას ასახელებენ.

 

ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მაისის თვეში მოულოდნელად დაეცა და საცალო გაყიდვებმაც ბოლო 16 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანად იკლო. BBC-ის ანალიტიკოსის განცხადებით ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს თავის დროზე მიაღწევს. საპროცენტო განაკვეთების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ ოთხშაბათს იქნა მიღებული. როგორც საბჭოს წევრები ვარაუდობენ საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე წელს სამჯერ მაინც გაიზრდება, თუმცა ეს ეკონომიკის სიძლიერეზეა დამოკიდებული. აშშ-ს მომხმარებლებისთვის საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაკავშირებულია სესხების გაძვირებასთან. ფართო თვალსაზრისით, ეკონომიკური გავლენა მოიცავს ძლიერ დოლარს და საბანკო შემოსავლების ზრდას.

 

 

ავტორ(ებ)ი: bfm.ge