geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:40
მოსკოვის ქუჩებს 146,000 კამერა აკონტროლებს - ეს ჯერ დასაწყისია
2017-06-16 10:00:56
+
-

მოსკოვის ადგილობრივი მმართველობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ვიდეოკამერების მასშტაბურ ქსელს ქმნიდა, რომლებიც კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ქუჩაში არსებულ მდგომარეობას ასახავენ. ისინი სანათების ბოძებზე, შენობებსა და მშენებლობებზე არიან დამონტაჟებულები.

 

 

ერთი მხრივ, მსგავსი ტიპის კონტროლმა ადგილობრივ მოსახლეობაზე დადებითად უნდა იმოქმედოს, კრიმინალი შემცირდეს და ა.შ. თუმცა მეორე მხრივ, გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები უსაფრთხოებასთან და სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებით. რა მოხდება, თუკი მონაცემები „ცუდ ხელში" ჩავარდება?

 

 

„ეს არის დიდი ძმის სასაცილო კომბინაცია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გაგებით. რუსეთში ავტორიტარული რეჟიმია, რომელსაც ქვეყანაში მეტი კონტროლის დამყარება სურს, თუმცა ამავე დროს, ამ მიდგომამ შესაძლოა, მდგომარეობა გააუმჯობესოს," - ამბობს „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის" (პრაღა) უფროსი მკვლევარი, მარკ გალეოტი.

 

 

ამ ეტაპზე კამერები დანაგვიანების, სიჩქარის გადაჭარბების, წითელ შუქზე დაუმორჩილებლობის, ქალაქში არალეგალური რეკლამის განთავსებას აღსაბეჭდად და ა.შ. მოსკოვის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის, ანდრეი ბელოზეროვის განცხადებით, ყოველდღე 75,000 დარღვევის დაფიქსირება ხდება, დამრღვევები კი ჯარიმდებიან.

 

 

„ჩვენი სურვილია, მომავლისთვის უფრო ძლიერი ალგორითმები შევიმუშავოთ, რომელიც დააფიქსირებს, უკეთიათ თუ არა ავტომობილში მსხდომ ადამიანებს უსაფრთხოების ღვედი, საუბრობს თუ არა მძღოლი ავტომობილის მართვისას მობილურ ტელეფონზე და ა.შ.," აღნიშნა ბელოზეროვმა.

 

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს, შინაური ცხოველების მიერ დაბინძურებული ქალაქია. ბელოზეროვის მიხედვით, კამერები ავტომატურად გაუკეთებენ იდენტიფიკაციას იმ პირებს, რომლებიც შინაური ცხოველების ნარჩენებს არ აიღებენ, რაც ჯარიმაში აისახება.

 

 

ამ ეტაპზე ადამიანის ამომცნობი ტექნოლოგია მოსკოვში საპილოტე რეჟიმში მუშაობს. ბელოზეროვის თქმით, ეს მიდგომა ადგილობრივ მთავრობას კრიმინალთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

 

 

ვიდეო ბოლო 5 დღის მონაცემებს ინახავს, სხვა დანარჩენი ავტომატურად იშლება. „მეტი დაფინანსება რომ გვქონდეს, უფრო მეტი მეხსიერების შეძენასაც შევძლებდით," აღნიშნა ბელოეროვმა CNNMoney-სთან საუბრისას.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney