geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:42
Facebook-ი მომხმარებელთან მოლაპარაკებისთვის ჩატბოტს გამოიყენებს
2017-06-19 10:00:11
+
-

Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორიის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია ჩატბოტებს Facebook-ის მომხმარებლებთან და სხვა ჩატბოტებთან მოლაპარაკების გამართვის საშუალებას მისცემს. Facebook-ის მკვლევარების მიხედვით, პერსონალური ციფრული დამხმარეების განვითარების საქმეში აღნიშნული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს.

 

მაგალითისთვის, თქვენ შეძლებთ გარკვეული პროდუქციის ფასთან დაკავშირებით ჩატბოტს მისწეროთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩატბოტი ერთგვარ გათვლას აკეთებს, თუ საით წაიყვანს მისი მოსაუბრე ლაპარაკს, რაც მას უკეთესი მოლაპარაკების წარმოების საშუალებას აძლევს.

 

Facebook-მა საცდელი ტესტები უკვე წარმატებით ჩაატარა: ჩატბოტი ისეთივე წარმატებით სცემდა დასმულ შეკითხვებზე პასუხებს, როგორც ჩვეულებრივი მოპასუხე ადამიანები.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney