geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:39
ყოფილი კაზინო „არაგვის" ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად ინვესტორებთან მოლაპარაკებები იწყება
2017-06-19 12:00:34
+
-

ყოფილი კაზინო „ არაგვის" ტერიტორიაზე მასშტაბური კომპლექსის მოსაწყობად ინვესტორებთან მოლაპარაკება შემოდგომიდან დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის" ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა რადიო „კომერსანტს" განუცხადა, პროექტთან დაკავშირებით საბაზრო კვლევები დასრულდა. ამაჟამად კონცეპტუალური მოდელის დამუშავება მიდის. მისივე თქმით, ინვესტორებთან საუბარი პროექტის დაფინანსებაზე უკვე შემოდგომიდან დაიწყება.


"არაგვის" ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს. თავდაპირველად ტერიტორიაზე „ჰაიატის" ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა პროექტზე უარი ინვესტორმა 2008 წლის მოვლენების ფონზე თქვა.



კომპანია სასტუმრო Hyatt Regency-ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში აშენებს. სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.




 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია