geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:44
Microsoft-ი კიბერთავდასხმის გაზრდილ რისკზე საუბრობს
2017-06-15 10:00:18
+
-

Microsoft-მა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხოების რამდენიმე განახლება გამოუშვა, რომლებმაც თქვენი კომპიუტერი შესაძლოა, ისეთი თავდასხმისგან იხსნას, როგორიც გასულ თვეში გავრცელებული ვირუსი WannaCry იყო.

 

„გასული თვის შედეგებით, ჩვენ არაერთი სისუსტე აღმოვაჩინეთ, რომლებიც სამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა მნიშვნელოვან მხარეებს საფრთხეს უქმნიან," განაცხადა Microsoft-ის წარმომადგენელმა, ადრიანე ჰოლმა.

 

გასულ თვეში WannaCry-ის ვირუსმა ასობით ათასი კომპიუტერული აპარატი იმსხვერპლა. ვირუსი აღწევდა კომპიუტერში და ბლოკავდა მას, ეკრანზე კი გამოდიოდა გამოსახულება, სადაც ეწერა, რომ კომპიუტერის გამართულად მუშაობისთვის მომხმარებელს ჰაკერებისთვის ბიტკოინით გარკვეული თანხა უნდა გადაეგზავნა.

 

Microsoft-ის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანიაში არსებული უსაფრთხოების ჯგუფები კიბერთავდასხმების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ, რათა მომხმარებლებსა და მათ საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას.

 

უსაფრთხოების ექსპერტებმა WannaCry-ის კოდსა და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ ჰაკერულ ჯგუფს შორის გარკვეული კავშირი აღმოაჩინეს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის კვალი აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით, დამტკიცებული არ არის.

 

Microsoft-ის ახალი განახლება Windows XP-ისა და Server 2003-ის პროდუქტებზე მომხმარებელმა თავად უნდა დააყენოს. ხოლო Windows 10-ზე, Windows 8.1-სა და Windows 7-ზე განახლებები ავტომატურად განხორციელდება.

 

 

ავტორ(ებ)ი: СNNMoney