geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:42
„საზღვარგარეთ სამედიცინო ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება“
2017-06-16 10:00:50
+
-

ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ კომპანია, სამედიცინო პორტალ Tsamali.ge-სთან ერთად სამი კვირის წინ ინოვაციური პლატფორმა შექმნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო სერვისით სარგებლობას ყველანაირი დამატებითი დანახარჯის გარეშე ითვალისწინებს. კომპანიის შესახებ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი" მის დამფუძნებელს ლადო კანდელაკს ესაუბრა.

 


როგორ კანდელაკმა "კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, პროექტი არის ინოვაცია სამედიცინო სფეროში, კერძოდ, ანალოგიური სერვისის მიღებაში ყველა კომპანია იღებს გარკვეულ მოსაკრებელს, ხოლო აღნიშნულ კომპანიაში პლატფორმის მეშვეობით მომსახურების მიღება სრულიად უფასოა. ლადო კანდელაკის თქმით, სამუშაო ჯგუფში ათამდე ადამიანი შედის.

 


„მსოფლიოში სამედიცინო ტურიზი ძალიან პოპულარულია, ეს ახალი მიმართულებაა და ფეხი უკვე კარგად მოიკიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი პროფესიონალი ექიმია და არსებობს ბევრი კარგი კლინიკა, საზღვარგარეთ სამედიცინო ტურიზმზე მოთხოვნა მაინც იზრდება. ჩვენ ვართ საქართველოში პირველი კომპანია, რომელსაც ოფისი არ აქვს და პაციენტი ინტერნეტის მეშვეობით პოულობს საჭირო კლინიკას." - განაცხადა „კომერსანტთან" საუბრისას ლადო კანდელაკმა.

 

 

როგორც კანდელაკი აცხადებს, მათთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, როგორც საიტის, ასევე ცხელი ხაზის გამოყენება. „თუ პაციენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა სურს, მას შეუძლია ჩვენი სამედიცინო ტურიზმის პლატფორმა გამოიყენოს. ამჟამად ჩვენ ამ ყველაფერს ელექტრონული ფორმით, საიტის მეშვეობით ვაგვარებთ, რომლის მისამართია tsamali.ge/medtourism  , ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 032 2 180 181; 598 90 83 09. მომხმარებელი არჩევს მისთვის სასურველ უცხოურ კლინიკას, ხოლო ჩვენი ჯგუფი ეხმარება მას სრულფასოვანი სერვისის მიღებაში."

 

 

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ერთი კვირის წინ მათ პირველი პაციენტი გაუშვეს უცხოეთში სამკურნალოდ. როგორც კანდელაკი განმარტავს, მათთან უცხოეთში წასვლამდე პროცედურების გავლა მარტივია და ის არანაირ ხარჯებთან არაა დაკავშირებული.

 


„ამჟამად სამედიცინო ტურიზმის პლატფორმა ქვეყანაში სხვადასხვა საკითხებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ის რომ, ადამიანი სამკურნალოდ წავიდეს, უნდა მივიდეს კონკრეტულ ოფისში, შეავსოს ანკეტები და მიიტანოს საჭირო საბუთები, ეს დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული.

 


ჩვენ შემთხვევაში თუკი ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, საიტზე სასურველ უცხოურ კლინიკას ეძებს. როდესაც სასურველ კლინიკას შეარჩევს, შეავსებს ანკეტას და შემდგომ ჩვენ პირდაპირ ვაკავშირებთ ამ უცხოურ კლინიკასთან. ფაქტობრივად, ყველა კლინიკას ქართულენოვანი განყოფილება აქვს და ისინი საქართველოდან პაციენტებს იღებენ.

 


საბოლოოდ, პაციენტი პირდაპირ კლინიკაში ოპერაციის, ან მკურნალობის თანხას იხდის და ზედმეტი ხარჯებისგან თავისუფალია. ერთი კვირის წინ დელფინოთერაპიაზე პირველი ქართველი პაციენტი აუტისტი ბავშვი გავუშვით. სამომავლო გეგმებში ქართველი პაციენტებისთვის სპეციალური ფასდაკლებები და აქციები გვაქვს." - აღნიშნა ლადო კანდელაკმა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე