geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:38
გერმანულმა ავტომწარმოებლებმა Brexit-ის შემდეგ პრიორიტეტად ევროპა უნდა აირჩიონ
2017-06-15 10:00:59
+
-

პოსტ-ბრექსიტულ სიტუაციაში გერმანულმა ავტომწარმოებლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობა მათთვის უფრო მომგებიანია - აღნიშნული მოსაზრება აქვს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელსა და ბუნდესტაგის წევრს, ალექსანდერ რადვანს.

 

„გერმანულ, განსაკუთრებით კი ბავარიულ ავტომწარმოებლებთან საუბრისას (მაგალითად BMW) საუბრისას ვიგებ, რომ მათთვის დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. მაგრამ შემდეგ მათ კითხვას ვუსვამ: რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ევროპული თუ ბრიტანული ბაზარი?" ამბობს რადვანი CNBC-სთან საუბრისას.

 

BMW-მ, ისევე GM-მა და Ford-მა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ წარმოქმნილი სავაჭრო ბარიერები მათ ძალიან დიდ ზარალს მოუტანს. შეგახსენებთ, რომ ამერიკულ GM-სა და Ford-ს ქარხნები გერმანიაშიც აქვთ.

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან ბრიტანეთის გაყვანა გადაწყვიტა. ევროკავშირის ერთიანი ბაზარი საქონლისა და სერვისის უტარიფო სავაჭრო ბლოკს წარმოადგენს. მეიმ გადაწყვეტილება იმიგრაციასთან დაკავშირებით მეტ კონტროლს დაუკავშირა და აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეში დაიწყებს.

 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბრიტანეთს მისცა რეკომენდაცია, რომ მთავრობამ იმ 48% ბრიტანელის აზრიც უნდა გაითვალისწინოს, ვისაც სახელმწიფოს ევროკავშირის ფარგლებს შორის დარჩენა სურდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: CNBC