geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:43
Sony PlayStation 4-ის გაყიდვებმა 60.4 მილიონს მიაღწია
2017-06-14 10:00:12
+
-

Sony-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 60.4 მილიონმა მომხმარებელმა მისი სათამაშო კონსოლი, PlayStation 4 შეიძინა. საინტერესოა, რომ 5 იანვრის შემდეგ 7 მილიონი Playstation 4 არის გაყიდული.

 

მნიშვნელოვანია, რომ Playstation Plus-ი 26.4 მილიონ გამომწერს აერთიანებს. PlayStation Plus არის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს სხვა ონლაინ მოთამაშეებთან კომპიუტერული თამაშის უფლებას აძლევს. გამოწერა ფასიანია - ამისათვის მომხმარებლები წელიწადში $59.99-ს იხდიან.

 

Sony-ს უკანასკნელ პერიოდში წარმატებული პერიოდი აქვს. Playstation 4-თან კონკურენცია საკმაოდ უჭირს Microsoft-ის სათამაშო კონსოლს, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში 33 მილიონი Xbox-ი გაყიდა.

 

 

ავტორ(ებ)ი: CNBC