geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:40
„ზალა რესტორანი“ - სარესტორნო ბიზნესში კიდევ ერთი ოჯახური ტიპის რესტორანი გამოჩნდა
2017-06-14 10:00:59
+
-

„ზალა რესტორანი" ლევან გუგუშვილის მიერ სამი თვის წინ წამოწყებული ბიზნესია. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას რესტორნის მენეჯერი მირიან ჯეჯელავა აცხადებს, სივრცე ნებისმიერი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია და იქ მიმსვლელი სტუმრებისთვის ოჯახური სიტუაცია იქმნება.

 


„ზალა რესტორანი" ქართული სამზარეულოს მოტივებზეა შექმნილი და ის თამარ ჭოველიძის ქ #24-ში მდებარეობს. მის ინტერიერზე დიზაინერმა მაიკო სუმბაძემ იზრუნა.

 

 

„ჩვენი რესტორანი პატარა ოჯახური სივრცეა, რომელიც სამი თვის წინ დაფუძნდა. თავდაპირველად მის სახელწოდებაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით და საბოლოოდ „ზალა" შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელოწოდება ბარბარიზმია, მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ოთახის კულტურა და დანიშნულება ბავშვობიდან ყველამ კარგად ვიცით." - განაცხადა მირიან ჯეჯელავამ.

 

 

როგორ ჯეჯელავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რესტორნის შექმნის თავდაპირველი ეტაპი მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული არ ყოფილა და მისი დანიშნულება იქ მიმსვლელი სტუმრებისთვის ოჯახური სიტუაციის შექმნა იყო.

 


„რესტორანი როდესაც გაკეთდა, თავიდანვე მიზანი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ ბიზნესი გაგვეკეთებინა და ამის საშუალებით გამოგვემუშავებინა თანხა. ლევან გუგუშვილს ძალიან უყვარს სამზარეულო და მისი სურვილი იყო ის, რომ ოჯახური ტიპის რესტორანი ჰქონოდა, სადაც ნებისმიერ სტუმარს ოჯახურ გარემოს შეუქმნიდა. ამან გაამართლა, რადგან გახსნის დღიდან რესტორანში ასეთი განწყობაა. ჩვენ გავინაწილეთ ფუნქციები, ლევანი საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს, ხოლო მე ამ ყველაფერს პიარკამპანიას ვუწევ." - აღნიშნა მირიან ჯეჯელავამ.

 

 

მენეჯერმა რესტორნის სამზარეულოსა და მის ძირითად სპეციფიკაზე ისაუბრა. მირიან ჯეჯელავამ ყურადღება საფასო პოლიტიკაზეც გაამახვილა.

 

„რაც შეეხება სამზარეულოს და მენიუს, ის ლუკა ნაჭყებიასა და ერეკლე ღონღაძის მიერაა აწყობილი. მათ ძალიან ბევრი საინტერესო კერძი მოიფიქრეს. ჩვენი მთავარი სურვილი და მოთხოვნა იყო ის, რომ ქართული გემოსთვის გვერდი არ აგვევლო. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ჩვენთან შემოსვლა ნებისმიერი სეგმენტის წარმოამდგენლებს შეუძლიათ." - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე